ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
06.07.2010
მიშას ბედნიერება

დასრულდა ჰილარი კლინტონის ყოფნა მიშას ანუ პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილის მიერ კონტროლირებად (უპრიანი იქნება ვთქვათ, ოკუპირებულ) ტერიტორიაზე და დასრულდა მიშასთვის ბედნიერი ეს დღეც. არა მარტო მიშათვის, არამედ გრიშათვის და გიგასთვისაც. ასევე ბედნიერები იყვნენ „ქალი-ლიდერები“, რაოდენობით ერთ ასეულზე მეტი.

ცოტა თუ დავსერიოზულდებით (რაც ადვილი არ არის, იმ კლოუნადის შემხედვარე, რომელიც ჯერ კიდევ ბუშის ვიზიტიდან მოყოლებული გრძელდება წლიდან წლამდე), უნდა ვთქვათ, რომ ამჯერად ქ-ნი კლინტონი „ოპოზიციიდან“ მხოლოდ ალასანიას და თარგამაძეს შეხვდა. ი. ალასანია უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჟურნალისტ თარგამაძესთან ერთ დონეზე მდგარ „ხალიან, სიმპათიურ ბიჭად“. რა თქმა უნდა, მისმა ფანატებმა (თუ ამგვარი კიდევ დარჩა ვინმე) შეიძლება თავი იმშვიდონ, რომ ალასანია მხოლოდ გარეგნულადაა გ. თარგამაძის დონეზე მყოფი მარიონეტული „ოპოზიციის“ წარმომადგენელი, სინამდვილეში კი ერთგვარი მასკირებული დივერსანტია, რომელიც კრიტიკულ მომენტში, ამერიკელების დახმარებით, შიგნიდან ააფეთქებს სააკაშვილის რეჟიმს. მაგრამ ამისი შანსები ნაკლებად არსებობს, რადგან ალასანიას ტიპის სუსტ ფიგურას ამერიკელები საქართველოს არასოდეს ჩააბარებენ.

რაც შეეხება „ქალ-ლიდერებს“, განსაკუთრებით „შთამბეჭდავი“ იყო ლეიბორისტად წოდებული ნესტან კირთაძის კომენტარი. მაშინ როცა მისი პარტიის უცვლელი ბელადი შალვა ნათელაშვილი, პერიოდულად მრისხანების ქარიშხალს ატეხავს ხოლმე თავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამ ქვეყნის პოლიტიკას, ლამის ანტიიმპერიალისტური „რეჩებით“ გამოდის, ქ-ნი ნესტანი სიამოვნებისგან მინაზებული ხმით კრუტუნებდა „თავისუფალი სამყაროს ლიდერზე“ და მსგავს ფენომენებზე. თამარ მეფის შემდეგ, ალბათ სწორედ ნესტან კირთაძე, სხვა „ქალ-ლიდერებთან“ ერთად, შეუძღვება საქართველოს „ახალ ოქროს ხანაში“ (რა თქმა უნდა, „დეოკუპაციის“ შემდეგ).

სამაგიეროდ, შალვას მაგივრად, ამჯერად ნინო ბურჯანაძე განრისხდა და ათეულობით „ლიდერთან“ ერთ მარაქაში გარევა იუკადრისა. რაც სრულიად გასაგებია. ამ ფაქტის შემდეგ, სავარაუდოდ, ქალბატონ ნინოს საბოლოოდ უნდა გაუქრეს ილუზიები ამერიკის პოლიტიკის მიმართ საქართველოში...

აქვე გთავაზობთ ჩანაწერს ერთი ბლოგიდან, რომელიც, მიუხედავად მცირედი შეცდომებისა, მშვენივრად ასახავს საქართველოს მდგომარეობას „ბედნიერი მიშას“ ზეობის ჟამს.

ვასასი კლინტონის და მიშას შესახებ
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"