ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.06.2010
მინისტრი ვერონიკა

მას შემდეგ, რაც გორში სტალინის ძეგლი „აიღო“ და მის ადგილას მორიგი იდიოტურ-პროვოკაციული მარაზმის დადგმა გადაწყვიტა სახელწოდებით „რუსეთის აგრესიასთან მებძროლ ქართველ მეომართა“ მემორიალი-2, საქართველოს ფიურერმა სახელმწიფოს მართვისთვისაც მოიცალა და ეკონომიკის მინისტრად სიმპათიური გარეგნობის, ვინმე 28 წლის ქალბატონი, ვერა (იგივე ვერონიკა) ქობალია დანიშნა.

ამ თემაზე ქართულ ინტერნეტ-სივრცეში უკვე ინტენსიურად ხუმრობენ და იცინიან, თვით ე.წ. ინტერნეტ-მიშისტებიც კი ნირწამხდარნი ბუზღუნებენ. რა თქმა უნდა, ფიურერის თვითკმაყოფილ სახეს (აქ სხვა სიტყვა მოგვადგა ენის წვერზე) რომ შეხედავს კაცი (იხ. ფოტო), მართლაც ხუმრობის ხასიათზე დადგება და საჩვენებელი თითის წვერის შუბლთან მიტანის და დატრიალების სურვილიც უჩნდება უნებურად.

მაგრამ ჩვენი ფიურერი არც მთლად ასეთი იმბეცილია. თავისებური და საკმაოდ „გააზრებული“ ეშმაკობა მასაც ახასიათებს. აი, ამ დანიშვნითაც ის თავის ხაზს აგრძელებს - თვითგადარჩენის პოლიტიკას ნებისმიერი საშუალებით. ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკა და მსგავსი მაღალფარდოვანი კატეგორიები ფიურერისთვის და მისი გარემოცვისთვის, რა თქმა უნდა, ზედმეტი და უსარგებლოა. მთავარია საკუთარი ეგოისტური ინტერესები. ვერონიკას დანიშვნით სააკაშვილი რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს: ა) აგრძელებს სამეგრელოს მოსახლეობის მოთაფვლის მცდელობებს. სიტუაცია სამეგრელოში, როგორც აფხაზეთის მოსაზღვრე, პოტენციურად „საშიშ“ რეგიონში, ფიურერის მიერ „სტრატეგიულ გამოწვევად“ აღიქმება, ამიტომ მისი მოსახლეობის ემოციებზე თამაში მუდმივად ხორციელდება. ახლაც, მეგრული გვარის მქონე ქალბატონის წინ წამოწევა ამ მიზანს ემსახურება. თანაც, ეს ჩვენი ვერონიკა ლტოლვილიცაა, რაც ამ კატეგორიის მოსახლეობაში ქულების ჩაწერის საშუალებასაც იძლევა. ბ) სააკაშვილი სიგნალს აძლევს თავის მფარველებს და სპონსორებს საზღვარგარეთ (ძირითადად დასავლეთში), რომ ის არც ისეთი ჯიუტი და თავნებაა, როგორც მას ახასიათებენ დასავლურ პრესაში, ქვეყნის ინტერესები ნამდვილად ფეხებზე კიდია და მზადაა, კვლავაც იმათხოვროს და ხელგაწვდილი იაროს დახმარების მისაღებად. პურის საცხობის მქონე 28 წლის კანადელი „ენჯეოშნიკის“ ეკონიმიკის მინისტრად დანიშვნაც ამის ნიშანია, ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ. გ) ახალგაზრდა სიმპათიური ქალის მინისტრად აღზევება კვლავ აგრძელებს ფიურერის ტრადიციას, საკუთარი გარემოცვა (ანუ „ჰარამხანა“) გაამდიდროს ე.წ. „ნაშებით“. ამით, ეტყობა, ის მაჩოს და ქალების მოყვარული კაცის იმიჯს იმკვიდრებს, რაც, როგორც მიიჩნევა, საქართველოში კარგად მუშაობს.

ხოლო ის, თუ რა მოუვა საქართველოს ეკონომიკას, იმდენად უმნიშვნელო საკითხია, რომ განხილვადაც არ ღირს. მით უმეტეს, რომ ეკონომიკა. როგორც ასეთი, საქართველოში ისედაც პრაქტიკულად არ არსებობს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"