ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
31.05.2010
„არჩევნები“ დასრულდა, წინ მომავალი „არჩევნებია“

ოპოზიციამ, როგორც მოსალოდნელი იყო (იხ. ჩვენი პროგნოზი),  სამარცხვინო მარცხი განიცადა. ჩვენ უკვე ვწერდით სტატიაში „როგორ აძლევენ ხმას საქართველოში“ (ბმული), რომ არჩევნების შედეგს დიდწილად განსაზღვრავს არაოფიციალური ფაქტორები.

ერთ-ერთი მათგანია ე.წ. „სამეზობლო ბირჟები“.

ამ არჩევნებზე ეს „სტრუქტურები“, ისევე როგორც კრიმინალიტეტის ქსელი, მთლიანად გამოყენებული იყო „ნაცების“ მიერ, გარდა საბურთალოს და ვაკის ცალკეული უბნებისა, სადაც ალასანიას მხარდამჭერთა სამეზობლო ქსელები მოქმედებდნენ, საუბნო სოლიდარობის გამო.

გამოიკვეთა კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში, არჩევნებზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს: ეს არის სატელევიზიო ზომბირება. უწინ ეს ფაქტორი ვერ ასრულებდა ასეთ მნიშვნელოვან როლს, რადგან ზომბირების ტექნოლოგიები არ იყო ასე დახვეწილი და ტელევიზიები კი ერთ ხელში კონცენტრირებული.

„ნაცებმა“ მოახერხეს ხალხის ტოტალური დაშინება. დაფიქსირდა უპრეცედენტო ფაქტი ქართული არჩევნებისთვის: ნაციონალების ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იქნა უკვე დღის პირველ ნახევარში, დღის 2 საათამდე! ამგვარი რამ არც ერთ წინა არჩევნებზე არ შეინიშნებოდა. ამასთან, საარჩევნო უბნების ეზოები და ზოგან ხმის მისაცემი შენობებიც კი „ოკუპირებული“ იყო „სამეზობლო ბირჟების“ ნაციონალი აქტივისტებით და სადარბაზოების კოორდინატორებით, რომლებიც ხელფასს იღებენ მერიაში. ეს ადამიანები იწერდნენ არჩევნებზე გამოცხადებულების ვინაობას და ახორციელებდნენ მათზე ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობის დროს. ბევრმა შეამჩნია, რომ ხმის მისაცემ კაბინაში შესული ხალხი ზემოთ იყურებოდა (ფარულ კამერას ეძებდა), ხელს აფარებდა ბიულეტენს ან სხვა უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, რაც მიუთითებს ტოტალური შიშის ფაქტორზე (ახლობლების სამსახურიდან განთავისუფლება და მსგავსი „ეკონომიკური“ სასჯელები იგულისხმება და არა იმდენად ფიზიკური ანგარიშსწორების შიში). ეს განსაკუთრებით ითქმის ხანშიშესულ ამომრჩეველზე, რომელიც ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, არჩევნებზე მისული ელექტორატის უმრავლესობას შეადგენს.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ „ტექნიკურად“ გაიმარჯვა, ანუ არ დასჭირდა გაყალბების უხეში მეთოდების მასობრივად გამოყენება (ყოველ შემთხვევაში, თბილისში), როგორც ვწერდით ჩვენს სტატიაში (შუქის ჩაქრობა უბანზე, დამკვირვებლების გამოძევება ხმების დათვლის დროს, ურნების გატაცება, კარუსელები და ა.შ.). ოპოზიციამ, განსაკუთრებით ი. ალასანიას ალიანსმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნაციონალებისთვის ეს არჩევნები „გაეპრავებინა“.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"