ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
02.06.2010
დასანგრევ ობიექტთა სია იზრდება

ჩვენი ადგილობრივი ფიურერის მიერ წამოჭიმულ სიმახინჯეთა სიას კიდევ ერთი მეგასიმახინჯე შეემატა: ე.წ. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მონუმენტი გმირთა მოედანზე. ინტერნეტში უკვე ქვეყნდება კომენტარები, სადაც „მიშისტები“ და ფიურერის თაყვანისმცემლებიც კი აღშფოთებას გამოთქვამენ ამ „ძეგლის“ გარეგნული სახის გამო.

თუმცა, არანაკლებ აღმაშფოთებელია არა მარტო გარეგნული მხარე, არამედ შინაარსი, ანუ ობიექტის დასახელება. ბოლო მომენტში სახელწოდება „დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ძეგლად“ გადააკეთეს, თუმცა რეალურად სუფთად ანტირუსული ხასიათი აქვს. მაგალითად, 1992-93 წლების ომში დაღუპულები ვერანაირად ვერ ჩაითვლებიან „დამოუკიდებლობისთვის მებძროლებად“, ისევე როგორც აგვისტოს ომის მონაწილენი. იმ ზღაპრების, რომ რუსეთს საქართველოს დაპყრობა უნდოდა 2008 წელს და სახელმწიფოებრიობის გაუქმება, პირველკლასელსაც არ სჯერა. უფრო მეტიც, ეს „მონუმენტი“ ანტიაფხაზურ და ანტიოსურ ხასიათსაც ატარებს, არა მხოლოდ ანტირუსულს და ამრიგად, ვერ შეუწყობს ხელს საქართველოს გამთლიანებს.

ფიურერი საააკაშვილი განაგრძობს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყნის გახლეჩის პოლიტიკას და ოპოზიცია ჯერჯერობით ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს ამ კურსს.

P.S. ჩვენს მკითხველებს ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"