ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.04.2010
კიდევ ერთხელ მერაბიშვილის ინტერვიუს შესახებ

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუმ გაზეთ „კომერსანტისადმი“  (ბმული) დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ წრეებში. მის შესახებ ჩვენმა საიტმაც გააკეთა კომენტარი (ბმული). ინტერვიუ მოინათლა, როგორც უხეში შეცდომა, სისულელე, წამოროშვების კასკადი და ა.შ. ალბათ, ამ შეფასებებში არის სიმართლის ნაწილი, მაგრამ შევეცადოთ სხვა კუთხითაც შევხედოთ მერაბიშვილის ტექსტს.

რა არის ამ ინტერვიუს ძირითადი „მესიჯი“? რომ შევაჯამოთ, ეს არის თანმიმდევრული და რადიკალური რუსოფობია. მერაბიშვილი ტოტალურ ომს უცხადებს ყველაფერ რუსულს, უფრო მეტიც, ყველაფერ იმას საქართველოში, რასაც კი რუს პარტნიორებთან ნებისმიერი სახის შეხება აქვს (მაგალითად, ქართულ ეკლესიას). ფაქტიურად, ვანო მერაბიშვილი არ აღიარებს რუსეთის უფლებას არსებობაზე და რუსულ სივრცეს რაიმე სახით მიიჩნევს განადგურების ღირსად.

ერთადერთი რაციონალური ახსნა, თუ რატომ დააფიქსირა ასე ღიად მერაბიშვილმა თავისი უკიდურესი რუსოფობია, არის ის, რომ იგი და სააკაშვილის რეჟიმი მთლიანად, კიდევ ერთხელ უგზავნის სიგნალს თავიანთ ამჟამინდელ „პატრონებს“ ოკეანისგაღმა, რომ ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ რეჟიმი შენარჩუნდეს არსებული სახით, ანუ ხელისუფლებაში. ფაქტიურად, ეს არის ერთგულების „ფიცი“ და ყველაფერზე ხელის მოწერის მზაობა, თუკი აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია „არ გაწირავს“ სააკაშვილს. ევროკავშირის კრიტიკაც ამ კონტექსტში ჯდება.

ჩვენი აზრით, ეს განწირული კაცის პოზიციას წააგავს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აშშ-ს ადმინისტრაციის ნაბიჯებს სააკაშვილის რეჟიმის მიმართ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"