ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.04.2010
პოლიცმაისტერი ვანოს აღიარებები

პოლიციური სახელმწიფო საქართველოს მთავარი პოლიციელი ვანო მერაბიშვილი, რომელიც თავის მიერვე კონტროლირებულ ქართულ მას-მედიას ინტერვიუებით არ ანებივრებს, ხანდახან გულს უშლის ხოლმე რუსული გაზეთი ”კომერსანტის” ქალბატონ ჟურნალისტს. როგორც ჩანს, ამჯერადაც დაუგროვდა სათქმელი, გულზე შემოაწვა და ვანიკომაც გადაწყვიტა, დაილაპარაკოს.

ამასთან ამ ერთ ჯერზე მან საქართველოს მმართველი ბანდის იმდენი ცნობილი ”საიდუმლო” დაადასტურა, რომ დაჯერებაც გვიჭირს - ნუთუ ვანიკო რუსულმა სპეცსამსახურებმა მოისყიდეს?

მაგრამ მთელი სერიოზულობით თუ ვიტყვით, მიგვაჩნია, რომ მერაბიშვილის ინტერვიუ განსაკუთრებულ კომენტარებს არ საჭიროებს, ჩვენ მხოლოდ გვსურს, მინისტრის აღიარებების საფუძველზე მთავარი მომენტები გამოვყოთ:

1. რეჟიმი ნეგატიურად უყურებს კონტაქტებს არა მხოლოდ ქართველ და რუს პოლიტიკოსებს შორის, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ქართველ და რუს წინამძღვრებს შორისაც;

2. არსებული ხმების საწინააღმდეგოდ, რეჟიმი თბილისის თავის არჩევნებში ფსონს გიგი უგულავაზე დებს, მერაბიშვილიც მას მხარს უჭერს პირადად, აცხადებს რა არარეალურ, ტყუილ ციფრებს უგულავას რეიტინგის შესახებ;

3. რეჟიმი მხარს უჭერს სეპარატიზმსა და ტერორიზმს რუსულ ჩრდილოეთ კავკასიაში - ისევე როგორც ამას ჩვენ ვვარაუდობდით (იხ. ბმული);

4. რეჟიმი თვითიზოლაციას ახდენს უკრაინისგან და ასევე ევროკავშირისგან (ამასთან ამერიკის მონურად მორჩილი რჩება);

5. რეჟიმს არა მხოლოდ და არა იმდენად ახლანდელი რუსეთის ეშინია, რამდენადაც იოსებ სტალინისა;

6. რუსული ოფიცრული სულისკვეთება არ მომკვდარა. რუს ოფიცერს ახსოვს ისტორია, მისთვის სულერთი არ არის ეს ისტორია და არ წამოეგება ისეთ პროვოკაციას, რომელსაც შეუძლია რუსი ხალხის ხატი მისთვის ძმური ქართველი ხალხის თვალში შებღალოს.

მთლიანობაში რეჟიმმა ბრწყინვალე, უბრალოდ წარმოუდგენელი საჩუქარი გაუკეთა ოპოზიციას მერაბიშვილის ამ ტრაგიკომიკური ინტერვიუს სახით. გამოიყენებს კი ამას ოპოზიცია?

ასევე საინტერესოა: დატოვებს კი რუსეთი უყურადღებოდ მინისტრ მერაბიშვილის აღიარებას ჩეჩენი ტერორისტების დახმარებასთან დაკავშირებით? --

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"