ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
დიასპორა
07.04.2010
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუშალოს მსოფლიო ფორუმის ჩატარებას

ჩვენ უკვე ვიუწყებოდით იმის თაობაზე, რომ ალექსანდრე ებრალიძის გამოჩენამ პოლიტიკურ ასპარეზზე ზომაზე მეტად შეაშფოთა საქართველოს ამჟამინდელი მმართველები. ხელისუფლების შიშები ჯერაც არ განელებულა.

ამ შიშების კიდევ ერთი გამოხატულება გახლავთ პეტერბურგში 23-24 აპრილისთვის დაგეგმილი ქართული დიასპორების მსოფლიო ფორუმის ჩაშლის აშკარად უბადრუკი მცდელობა, რის თაობაზეც ქვემოთ გთავაზობთ ”საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის” შესაბამის განცხადებას:

2010 წლის მარტის ბოლოს ევროპის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში «Financial Times» დაიბეჭდა ინფორმაცია საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორების მომავალი მსოფლიო ფორუმის შესახებ. დაუყოვნებლივ გაიზარდა ორგკომიტეტისადმი მიმართვები თხოვნით მონაწილეობა მიეღოთ ისტორიაში ქართველთა პირველ შეკრებაზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

რეაგირებამ არ დააყოვნა საქართველოს მხრიდანაც, როგორც ყოველთვის-თავისებურმა. ევროპის ქვეყნების საქართველოს საელჩოებში გაგზავნილ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცირკულარი მითითებით ყოველნაირად შეეშალათ ხელი ამ ქვეყნების ქართველთა დიასპორების წარმომადგენლების მონაწილეობისათვის ფორუმში. საელჩოებმა დაიწყეს წერილების დაგზავნა, რომლის შინაარსიც სიტყვა-სიტყვით არის მოყვანილი:

ძვირფასო თანამემამულეებო,

გაცნობებთ, რომ რუსეთში არსებული ე. წ . „საქართველოს ხალხთა კონგრესის” ორგანიზებით, მიმიდინარე წლის 23-24 აპრილს ქ . სანქტ–პეტერბურგში დაგეგმილია ე. წ . საქართველოს ხალხთა დიასპორების მსოფლიო ფორუმი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “ საქართველოს ხალხთა კონგრესი ” გეგმავს ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თამამემამულეების მიწვევას. ეს ორგანიზაცია ცნობილია თავისი პრო–რუსული ორიენტაციით და ცდილობს შექმნას საქართველოს პრო-დასავლური და დემოკრატიული გზის საწინააღმდეგო მოძრაობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ, მონაწილეობის თხოვნით მომართვის შემთხვევაში, არანაერი ფორმით მხარს არ დაუჭერთ ამ ინიციატივას და არ მიიღებთ მონაწილეობას ხსენებული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

პატივისცემით,

საქართველოს საელჩო

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელობის აზრით, ქართველებს უნდა ჰქონდეთ არა პრო-დასავლური ან პრო-რუსული გზა, არამედ პრო-ქართული გზა. და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრობლემაც იმაშია, რომ არ შეუძლია გაატაროს ქართული პოლიტიკა, ანუ საქართველოს ინტერესების შესატყვისი პოლიტიკა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმის ორგომიტეტი მადლობას უხდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოდან გასული ხალხის ფორუმის ჩატარების თარიღისა და ადგილის ინფორმირებისათვის.

რაც შეეხება მსოფლიო ფორუმის დღის წესრიგის საკითხებს, მათი რაოდენობა ათია და გამოქვეყნებულია მას მედიის საშუალებებში და ახლობელი და გასაგებია თითოეული პატრიოტი ქართველისათვის: 1) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; 2) საქართველოს სუვერენიტეტის გარანტია; 3) ეკონომიკის გარდაქმნა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის სასიკეთოდ; 4) ახალგაზრდობის, ვეტერანთა, ინვალიდთა, მრავალშვილიან ოჯახთა, ლტოლვილთა სოციალური დაცვა; 5) საქართველოს ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება; 6) ნეიტრალიტეტი;  7) რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა; 8 ) კურსი ევროგაერთიანებაში გაწევრიანებისაკენ; 9) ურთიერთმომგებიანი ურთიერთობები აშშ-თან და მსოფლიოს დანარჩენ დიდ სახელმწიფოებთან;  10) საქართველოს ხალხთა საზღვარგარეთის დიასპორების უფლების გამყარება კანონით მონაწილეობა მიიღონ ისტორიული სამშობლოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

თემატური სტატიები
01.05.2010
პარტნიორები
"სკივრი"