ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
05.04.2010
უკრაინა უარს ამბობს ნატო-ზე

საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს შემდეგი ცნობა:„როგორც იტყობინება სააგენტი „გლობალისტი“, შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მთელ რიგ ბრძანებულებებს და განკარგულებებს, რაც ეხებოდა ნაციონალური და საკოორდინაციო საბჭოების, ასევე უწყებათაშორისო და საექსპერტო კომისიების ლიკვიდაციას. პირველ რიგში, უკრაინის ლიდერის ბრძანებულებით გაუქმდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ცენტრი. ასევე იხურება უკრაინის ინსტიტუტები ეროვნული და საერთაშირისო უსაფრთხოების დარგებში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაციონალური ცენტრი იქმნებოდა იმისთვის, რომ უზრუნველეყო ნატო-ს და სხვა დასავლურ სტრუქტირებში უკრაინის ინტეგრაციის თანმიმდევრული კურსი.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა გააუქმა ნაციონალური საკონსტიტუციო საბჭო, პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური საბჭო, კულტურის და სულიერების საკითხების ნაციონალური საბჭო და რამდენიმე სხვა ნაციონალური საბჭო“.

როგორც ვხედავთ, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვ. იანუკოვიჩმა გადადგა პირველი ნაბიჯი ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის გზაზე. როგორც ჩანს, მომავალში უნდა ველოდოთ სხვა ნაბიჯებსაც ამ მიმართულებით, მაგრამ თავად მიმართულება უკვე დაფიქსირებულია.

ქართულ მასმედიაში, შესაძლოა, სააღდგომო დღესასწაულის გამო, ჯერ ნაკლებად ჩანს კომენტარები ამ საკითხზე, არადა, კომენტარი აუცილებელია. ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირ დახურა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ცენტრი (და არა, ვთქვათ, სახელი შეუცვალა და სხვ.), საქართველოსაც უშუალოდ ეხება. ჩვენთან არათუ ცენტრი, მინისტრიც კი არსებობს შესაბამისი დასახელების უწყების ხელმძღვანელად, შეუცვლელი (როგორც ვანო) ბარამიძე. ეს მინისტრი უკვე 5 წელია ბიუჯეტის ხარჯზე მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში. ნატო-ში შესვლის მითი უკვე ჩვენს თვალწინ ინგრევა, მაგრამ ბარამიძე, სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ სხვა ბელადები, რომლებმაც ხელისუფლება ჩაიგდეს 2003 წელს, კვლავ განაგრძობენ მოსახლეობის „დაბოლებას“ (უკაცრავად ჟარგონული გამოთქმისთვის) ამ მითით. ამისთვის მათ შექმნეს სხვადასხვა სტრუქტურები „ნასუქი“, კლოუნისებრი ჟურნალისტებისგან, რომლებიც მუდმივად ავსებენ „ნაციონალური“ არხების ეთერს ნატო-ში გაწევიანების „პერსპექტივების“ შესახებ რეპორტაჟებით. ამის შემდეგ ტარდება „სოციოლოგიური გამოკითხვები“, რომლებშიც „ფიქსირდება“ მოსახლეობის 60-70 პროცენტიანი „მხარდაჭერა“ ამ იდეის მიმართ, ბოლოს კი ბარამიძე ან თავად სააკაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში მოხსენებით, თან საჩეკო წიგნაკის წაღებაც არ ავიწყდებათ. ეს კარუსელი უკვე რამდენიმე წელია ტრიალებს, საქართველოს ტერიტორიის შაგრენის ტყავივით შემცირების ფონზე. საინტერესოა, რას იტყვიან ამჯერად სააკაშვილი, ბარამიძე, გოგოტიშვილი და „კარის“ სხვა ჟურნალისტები, უკრაინა და საქართველო ხომ „წყვილად“ მიდიოდნენ ნატო-ში? ნუთუ განაგრძობენ უგზო-უკვლოდ ნატო-ში მიმავალი მერანის ჭენებას, რათა მათმა „განწირულის სულის კვეთება“-მ „მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილოს“? ბარათაშვილი და გოგოტიშვილი... ვაჰ, დრონი, დრონი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"