ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.03.2010
ალექსანდრე ებრალიძემ შეაშინა სააკაშვილი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის ქართული წარმოშობის მოქალაქეს, ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძეს, რომელმაც გაამჟღავნა თავისი სურვილი, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი და გააერთიანოს იგი რუსეთთან მეგობრობის საშუალებით, საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტმა უარი უთხრა ქართული მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ეს გადაწყვეტილება ხელოვნურად იწელებოდა დროში და ბოლოს - უარი, რომელიც არავის არ აკვირვებს. ებრალიძე ხომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ”ბანდიტად” და ე. წ. ”მუხროვანის ბუნტის” მომწყობად იქნა შერაცხული.

ერთი მხრივ ხელისუფლება თავისი ინტერესებიდან გამომდინარე სწორად მოიქცა, ვინაიდან ბატონი ალექსანდრე საქართველოსთვის პოტენციურად უძლიერეს პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს, რომ აღმოჩნდეს საქართველოში, მოქალაქის უფლებებით აღჭურვილი: მას აქვს რკინისებური ნება, საკუთარი ფული (რითაც იგი ინარჩუნებს სრულ დამოუკიდებლობას) და სუფთა ხელები - რამდენიც არ უნდა ეძახონ ”ბანდიტი”, მას საქართველოსთვის არაფერი დაუშავებია, ხოლო პოტენციურად ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია როგორც ბიზნესმენს, რომელსაც ესმის ეკონომიკის საჭიროებანი, როგორც ინტერნაციონალური მსოფლმხედველობის ადამიანს, რომელსაც შეუძლია ცენტრს ჩამოშორებული ეროვნულ უმცირესობებთან საერთო ენის გამონახვა და როგორც რუსეთის ფედერაციის პატივცემულ მოქალაქეს, რომელსაც კარგი კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ წრეებში. ებრალიძეს აქვს საუბრის მშვიდი, აუღელვებელი და საქმიანი სტილი, არ ახასიათებს სიტყვამრავლობა, ყურადღების ფოკუსირებას ახდენს მთავარზე და, სხვათა შორის, მშვენივრად ფლობს ქართულ ენას. მისი ქართული რამდენადმე არქაულია, სამაგიეროდ არ არის დაბინძურებული გავრცელებული სხვადასხვა კალკით, რაც ხელსაყრელად გამოჰყოფს მას სხვა ქართველი პოლიტიკოსების ფონზე ერთნაირი სიტყვათა მარაგითა და მეტყველების კონსტრუქციით. ამგვარი კაცი რომ შემოუშვა ქართულ პოლიტიკურ არენაზე - როდესაც ის დაიწყებს შეხვედრებს ლტოლვილებთან, გლეხებთან, უმუშევრებთან და მათთან ისაუბრებს საქმიანად, მათ პრობლემებს ჩაწვდება, ამასთან გამოასხივებს დამაჯერებლობასა და საკუთარ ძალებში დარწმუნებულობას, მ.სააკაშვილის ისედაც გამკრთალებული ქარიზმა საერთოდ ჩაქრება, მისით უბრალოდ აღარავინ დაინტერესდება. ანუ ყოველივე ამის გათვალისწინებით, მ.სააკაშვილი თავისთვის სავსებით სწორად მოიქცა - არ აძლევს საშუალებას ძლიერ მოწინააღმდეგეს, მოიპოვოს რაიმე ხელჩასაჭიდი და გაძლიერდეს.

მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სერიოზული ნაკლიც აქვს: ვიცით რა ებრალიძის ტიპაჟი, იგი არ დანებდება და არ დაიკრეფს გულზე ხელებს სააკაშვილის ასეთი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მისთვისაც, აშკარაა, რომ მოსალოდნელი იყო. თუკი იგი სწორად ააგებს ტაქტიკას, აუცილებელი სულაც არ არის, ფიზიკურად იმყოფებოდეს საქართველოში. როგორც ამბობენ, ”გლობალიზაციის ეპოქაში”, პრობლემას არ წარმოადგენს პროცესების მართვა საკუთარი ადგილსამყოფელისგან დამოუკიდებლად. საამისო რესურსები ებრალიძეს საკმარისი აქვს. მას შეუძლია და ვალდებულიცაა სწორი მოკავშირეები გამოძებნოს საქართველოს შიგნით, განავითაროს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები იმ ლოზუნგების ქვეშ, რომლებიც მან უკვე გააჟღერა. თუკი ებრალიძე შეძლებს შეიქმნას საქართველოს მხსნელის იმიჯი, რომელსაც საქართველოს ბოროტი მმართველები არ აძლევენ საშუალებას, სრულად განახორციელოს თავისი გეგმები (ამასთან ამ გეგმების ნაწილს განახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტის განხორციელების საშუალებით), ხალხი ბოლოსდაბოლოს განრისხებით ჰკითხავს სააკაშვილს: ”თუკი შენ ვერ გვეხმარები, მაშ რატომ არ აძლევ საშუალებას ამ კარგ ადამიანს, რომ დაგვეხმაროს?!” საპარლამენტო არჩევნები კი არც ისე შორსაა (2012 წ.), რომლის ფარგლებშიც პირობით ”ებრალიძის პარტიას” შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და წარმატებასაც მიაღწიოს. --

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"