ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
19.03.2010
Geurasia.org გაფრთხილებთ: გადაამოწმეთ ორიგინალში!

პროსახელისუფლებო სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” რუსულ გაზეთ ”კომერსანტზე” დაყრდნობით გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: ”1 ივლისიდან შესაძლოა, რუსულ ბაზარზე ქართული მინერალური წყლები და ღვინო დაბრუნდეს...

როგორც გაზეთი "კომერსანტი" იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ სალამატოვმა განაცხადა. გაზეთის ინფორმაციით, რუსულ ბაზარზე 2006 წლიდან აკრძალული ქართული პროდუქციის ლეგალურად დაბრუნება შესაძლოა, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის საბაჟო კავშირის ფარგლებში მოხდეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საბაჟო კავშირის შექმნა რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის მიმოქცევისა და აკრძალვის რეჟიმს შეცვლის. აკრძალვის შესანარჩუნებლად კი, ყაზახეთისა და ბელორუსის თანხმობაა საჭირო, რომლებიც "ბორჯომისა" და ქართული ღვინის მავნეობას არ აღიარებენ”.

სამწუხაროდ ჩვენმა პარტნიორმა საიტებმაც - ”მაესტრომ” და ”პირველმა” აღნიშნული ინფორმაცია ზუსტად ამავე ტექსტით გაავრცელეს. როგორც ჩანს, არ ჩაიხედეს ორიგინალში. მათ მაგივრად ეს ჩვენ გავაკეთეთ. როგორც ირკვევა (და როგორც მოსალოდნელი იყო), აღნიშნული ინფორმაცია არასრულია ანუ მას აკლია მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთაც ”კომერსანტში” გამოქვეყნებული მასალა შეიცავს. ”ინტერპრესნიუსმა” მკითხველს დაუმალა მნიშვნელოვანი დაზუსტება, კერძოდ, ციტატა: ”Вчера заместитель главы Минпромторга Владимир Саламатов в ходе видеомоста с Минском, на котором обсуждалась детализация техрегулирования в рамках Единого экономического пространства, подтвердил, что создание Таможенного союза России, Белоруссии и Казахстана изменит режим введения запретов на обращение отдельных товаров на территории РФ. После создания единого экономического пространства в рамках Таможенного союза РФ "сохранит" возможность закрывать свой рынок для отдельных товаров, но эти функции будут переданы от Роспотребнадзора Минздраву, сообщил он. "В любой стране главный санитарный эпидемиологический врач имеет право в случае возможной угрозы для населения принять экстренное решение о защите рынка от опасной продукции",— сказал господин Саламатов”.

მართალია, გაზეთში აღნიშნულია ის ტექნიკური სირთულეები, რაც სპეციალურად ქართული პროდუქციის აკრძალვას ახლავს ერთიან საბაჟო სივრცეში, მაგრამ როგორც ვხედავთ, ასეთი აკრძალვა პრინციპულად არ არის გამორიცხული. მეტიც, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველოს მიმართ ემბარგო შეინარჩუნოს, ეს განხორციელდება კიდეც. განა რა მნიშვნელობა აქვს, ”როსპოტრებნადზორი” განახორციელებს ამ აკრძალვას თუ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო?

იმის გამო, რომ ეს დეტალი მკითხველებს და მთავრობის წევრებს არ განუმარტა ”ინტერპრესნიუსმა”, გიორგი ბარამიძისთანა არაკომპეტენტური მყვირალა ”ნაციონალები” აგრძელებენ ბაქი-ბუქს, რომ რუსეთი ”იძულებულია”, სვას ”ბორჯომი” და ”ქინძმარაული”. არადა, ყველაფერი პირიქითაა. რუსეთის ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებაში შეზღუდული არ არის - იგი ან იმ ჯანსაღი ქართული პოლიტიკური ძალების მიმართ (და პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ) გამოხატავს კეთილ ნებას, რომლებიც რუსეთთან დიალოგის ინიციატივით გამოდიან და ამის გამო გახსნის თავის ბაზარს, ან საერთოდ არ გახსნის. ის, თუ რა მექანიზმები აქვს რუსეთს საამისოდ, ჩვენ უკვე დავწერეთ (იხ. ბმული). არის ასევე მესამე ვარიანტი, ყველაზე უარესი: რუსეთი ყაზახეთს და ბელარუსს დაიყოლიებს, უარი თქვან ქართულ პროდუქციაზე (იხ. იქვე).

სხვა დროს კარგი იქნება, ჩვენი საინფორმაციო სააგენტოები თუ ინფორმაციას მოგვაწვდიან და არა უბრალოდ ”კარგ ამბებს”.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"