ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
06.03.2010
რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება ოპოზიციის საქმე არ არის?

დედაქალაქის მერის არჩევნებთან დაკავშირებით ბოლოსდაბოლოს თვითგამორკვეულმა ირაკლი ალასანიამ დაიწყო ოპოზიციის იმ ნაწილის კრიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან დიალოგს აწარმოებს და მოსკოვში ხვდება პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებს.

ალასანიას თქმით, ოპოზიციას ასეთ შეხვედრებზე არაფერი ესაქმება, რადგან ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელობის საქმეა, ხოლო რაც შეეხება სახალხო დიპლომატიას, მისი განხორციელება შეუძლებელია ორ არათანაბარ სუბიექტს - ერთი მხრივ სახელმწიფო ხელისუფლებასა და მეორეს მხრივ ოპოზიციას შორის. აი ის აზრი, რომელსაც გამოხატავს ალასანია.

”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ამ შემთხვევაში საუბრობს როგორც ”მგიმოს” ფრიადოსანი სტუდენტი, მაგრამ არ ითვალისწინებს არსებულ რეალობას: საქართველო და რუსეთი ერთმანეთთან მიმართებით ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში იმყოფებიან - ორი სახელმწიფოს ხელმძღვანელობას არ სურს ერთმანეთთან რაიმე კონტაქტის ქონა და ერთმანეთს თითქმის უცენზურო სიტყვებით იხსენიებს. მაგრამ ამის პარალელურად რუსეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ თავის კეთილგანწყობას გამოხატავს და საქართველოს ცალკეულ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის მზადყოფნის სიგნალს იძლევა. ამგვარ დიალოგზე უარის თქმა მხოლოდ მხდალ პოლიტიკოსს შეუძლია, რომელიც ეჭვიანობაში გადავარდნილი და სხვათა შორის, დაწყებული პროცესით სერიოზულად შეშინებული ხელისუფლების აგრესიულ სატელევიზიო პროპაგანდას უფრთხის ან კიდევ ისეთ პოლიტიკოსს, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო მომავალშიც კი არ სურს ორმხრივი ურთიერთობების მოგვარება - ხომ ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლება ქართულ ოპოზიციას გასართობად კი არ ესაუბრება, არამედ საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმური ცვლილების შემდეგ ურთიერთობათა დარეგულირებისათვის სერიოზული ნიადაგის შექმნას ცდილობს. ყოველივე ეს მიმდინარეობს დიპლომატიური ეტიკეტისა და საქართველოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის სრული დაცვით - ქართველ ოპოზიციონრებს მოსკოვში ღებულობენ სწორედ როგორც ოპოზიციონრებს, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედთ, და სხვა არანაირად. ხოლო რუსეთის და ქართული ოპოზიციის პრობლემა არ არის ის, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან კრემლთან თვით რადიკალურად დაპირისპირებული რუსული ოპოზიციის ნაწილიც კი არ ისურვებდა დიალოგის წარმოებას, ამჟამინდელი დიალოგის ანალოგიით რუსეთის ხელისუფლებასა და ქართულ ოპოზიციას შორის. ეს სააკაშვილის დაკარგული ავტორიტეტის პრობლემაა, ასე რომ, მას თავის მხრივ მშვიდად შეუძლია მიიღოს ხოლმე ისეთი კლოუნები, როგორიცაა ნავადვორსკაია, ეს ხომ არც რუსეთს აღელვებს და არც ქართულ ოპოზიციას, და არავინ ადებს სააკაშვილს ამის გამო ”მოღალატის” დამღას.

დიპლომატიურ პრაქტიკაში ერთი ქვეყნის ხელისუფლების სამუშაო კონტაქტებს მეორე ქვეყნის ოპოზიციასთან ხანდახან აქვს ადგილი, თუმცა ეს კონტაქტები მეტწილად არ ატარებენ დემონსტრაციულ ხასიათს, როგორც ჩვენს შემთხვევაში (თუმცა ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის ფორს-მაჟორულ მდგომარეობაშია). მაგალითად, არავის აკვირვებს პრაქტიკა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე პერსპექტიულ კანდიდატთან მის არჩევამდე საკმაო ხნით ადრე კონტაქტს ამყარებენ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები. ასე იყო ობამას შემთხვევაში 2008 წელს, კლინტონის შემთხვევაში 1992 წელს და ა. შ. ოპოზიციონერი ობამა თვით უმაღლეს დონეზეც მიიღეს (მაგალითად, გერმანიის კანცლერი მერკელი მას თავის რეზიდენციაში ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში შეხვდა). ამგვარი კონტაქტები იმის გამო მყარდება, რომ ხელისუფლების მოსალოდნელმა ცვლილებამ სწრაფი დადებითი შედეგი მოიტანოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში. ასევეა საქართველოს შემთხვევაშიც. რუსეთის ხელისუფლებას სურს, წინასწარ დაამყაროს კონტაქტები და ნდობის ატმოსფერო შექმნას, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ამიტომ გაუგებარია ალასანიას პოზიცია - იგი ხომ თითქოს ემხრობა რუსულ-ქართულ ურთიერთობათა ნორმალიზაციას. გამოდის, რომ იგი არ არის გულწრფელი, და არც ”ფრიადოსანი სტუდენტია”, არამედ მხოლოდ ”მზუთხავი სტუდენტი”, რომელიც არ ითვალისწინებს ყველა დიპლომატიურ ნიუანსს და თვით ფაქტებსაც (დიპლომატიურ პრეცედენტებს).

თუმცა ეს დიდ უბედურებას არ წარმოადგენს - ქართული ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც რუსეთთან დაახლოებას ემხრობა, აღებულ კურსზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება, გააღრმავოს ურთიერთობები როგორც რუსეთის ხელისუფლებასთან, ისე რუსეთში ქართულ დიასპორასთან, და წარმატება აუცილებლად მოვა. --

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"