ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
06.04.2010
დასავლეთი ცდილობს რუსეთის დამორჩილებას ტერორისტების მეშვეობით

დასავლურმა მას-მედიამ და მის კვალდაკვალ ლიბერალურ-პროდასავლური ორიენტაციის რუსულმა პრესამ რუსეთში ბოლოდროინდელი ტერაქტების შესახებ საქმე ფაქტობრივად გახსნილად გამოაცხადა.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ საქმის გამოძიებაში თავი გამოიჩინეს დასავლურმა სპეცსამსახურებმა, რომლებმაც თითქოს დაადგინეს, რომ ტერაქტები ავღანეთში ყოფილა დაგეგმილი (იხ. ეს ბმული).

არსებობს ორი შესაძლო ვარიანტი: მოცემული ცნობა ან შეესაბამება სინამდვილეს (ნაწილობრივ ან მთლიანად) ანდა - არ შეესაბამება. ორივე შემთხვევაში აშკარაა ფაქტი: აშშ სიგნალს უგზავნის რუსეთს იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთი ”საერთო პრობლემაა”, ”ტერორიზმი მხოლოდ დასავლეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული” და მისთ. როგორც ჩანს, მართლები არიან ის კომენტატორები (მაგალითად, ა.პროხანოვი), რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს მცდელობასთან, რუსეთის ფედერაცია ჩათრეულ იქნას ”ანტიტერორისტულ კოალიციაში” ვაშინგტონის ლიდერობის ქვეშ.

თუკი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერაქტების ჩრდილოკავკასიელმა შემსრულებლებმა მითითება ”ალ-ყაიდასგან” მიიღეს, მართალია, ამაში დასავლეთის სპეცსამსახურების ირიბი მონაწილეობის გამორიცხვა არაფრით არ შეიძლება - ხომ ცნობილია, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურები აშშ დაზვერვის ”სი-აი-ეის” ყოფილი აგენტები არიან (თავის მხრივ კი ”ყოფილი” აგენტები არ არსებობენ), რომელთაც უზარმაზარი ”ანტიტერორისტული” კოალიცია უკვე 9 წელიწადია, ”ვერ” პოულობს... ამას გარდა ზედმეტად სწრაფად მოხვდა დასავლურ პრესაში ინფორმაცია ტერაქტების დამკვეთთა შესახებ - ეს აშკარა მცდელობაა, რუსეთში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მოხდენისა, რათა როგორც ხალხი, ისე ქვეყნის ხელმძღვანელობა დასავლეთთან მოკავშირეობის საძებნად განეწყოს, რომელშიც თამაშის წესებს აშშ განსაზღვრავს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ასევე ადგილი აქვს მცდელობას, გაჩნდეს უნდობლობა რუსეთის ფედერაციასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. ზემოთ მითითებულ ბმულში ვკითხულობთ: ”’ალ-ყაიდასა’ და ირანელ მეამბოხეთა დაჯგუფება ’ჯუნდულას’ შორის გარიგების მიღწევის შემდეგ მათი ერთობლივი მოწადინეობით გახსნილ იქნა იატაკქვეშა სატრანზიტო მარშრუტი ირანის გავლით. გამოითქმის მოსაზრებები, რომ დედაქალაქის მეტროპოლიტენში ტერაქტების ორგანიზატორებმა მომზადება ’ალ ყაიდას’ სპეციალისტებთან გაიარეს და რუსეთში სწორედ ამ იატაკქვეშა მარშრუტის საშუალებით აღმოჩნდნენ”.

აქ პროდასავლურმა პროპაგანდისტებმა ძალზე გადაამეტეს: ’ჯუნდულა’ ირანში კანონს გარეშეა გამოცხადებული და მთავრობა ებრძვის ამ ორგანიზაციას, რომელსაც არანაირად არ შეიძლება, ჰქონდეს საიმისო ძალა, რომ ირანის ხელისუფლების გვერდის ავლით ტრანზიტული მარშრუტი მოაწყოს ავღანეთიდან რუსეთში ირანის ტერიტორიის გავლით. ბოლოსდაბოლოს, რუსეთს და ირანს არ გააჩნიათ საერთო საზღვარი, ასე რომ, პროპაგანდისტებმა გაშიფრონ მთელი ”მარშრუტი” - ირანის შემდეგ კერძოდ საით უნდა წავიდეს ტერორისტი, რომ რუსეთში მოხვდეს?

ასეა თუ ისე, უდავოა ერთი რამ: რუსეთს ომი აქვს გამოცხადებული, მაგრამ დასავლეთი ამ ომში მისი მოკავშირე და დამხმარე არ არის, არამედ ის დამკვირვებელია, რომელიც ცდილობს, მისი სისუსტეები და პრობლემები სათავისოდ გამოიყენოს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"