ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.02.2010
რუსეთი და საქართველო: რა ხდება

წარმოგიდგენთ განვლილი ორი ათეული წლის მიმოხილვას, საქართველოს სამი პრეზიდენტის - გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის ხანას, ამ ეპოქის უმნიშვნელოვანეს მომენტებს, რომლებმაც გავლენა იქონიეს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ანუ როგორ მოვედით ორმხრივ ურთიერთობებში იმ სიტუაციამდე, რომელის წინაშეც დღეს ვართ და რამდენად არის შესაძლებელი ჩიხიდან გამოსვლა.

2006 წლის 26 მაისს თბილისში ე. წ. «საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი» გაიხსნა. თავად ამ ფაქტით, რომელიც ბალტიისპირელების წაბაძვით მოხდა, ითქვა: «საბჭოთა პერიოდის ისტორიას საქართველოსათვის მხოლოდ უარყოფითი შედეგები აქვს მოტანილი». მუზეუმის შექმნის ინიციატორებს დაავიწყდათ დღეს უკვე მართლაც სამუზეუმოდ ქცეული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განთავსება მუზეუმში, თავად ქალაქ რუსთავითურთ, რომელიც სწორედ ოკუპაციის პირობებში აშენდა... მუზეუმში არ არის ინფორმაცია არც თბილისის მეტროპოლიტენზე, წიფის გვირაბზე, ჰიდრო- და თბოელექტროსადგურებზე, ვირტუოზულ ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებზე, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებზე და ა. შ. _ ყოველივე ეს საბჭოთა ოკუპაციის პირობებში აშენდა, დაინერგა და განვითარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ... არ არის განთავსებული სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა შემოსავალი ჰქონდა რიგით მშრომელ ქართველს ოკუპაციის პირობებში და რა შემოსავალი აქვს დღეს. მინიშნებაც არაა იმაზე, რომ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ქართველი მათხოვარი ქუჩაში არავის ახსოვს და არც ქართველი მანდილოსნები ვაჭრობდნენ საკუთარი სხეულით თურქეთის ქალაქებში.

სრული ტექსტი იხილეთ აქ (რეკომენდაცია - გამოიყენეთ ბრაუზერების თანამედროვე ვერსიები!):

ruseTi da saqarTvelo - broshurisatvis FULL VERSION1

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"