ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
23.09.2018
ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალი და ინტერესი კავკასიისადმი იზრდება

საქართველოს პარტნიორი სახელმწიფო ყაზახეთი მზარდად განვითარებადი, ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენს კავკასიის რეგიონისადმი და, კერძოდ, საქართველოსადმი. აქამდე საქართველოში არ ჩატარებულა საექსპერტო განხილვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ-ყაზახურ ურთიერთობებს რეგიონისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტთა ერთმა ჯგუფმა პირველი ასეთი განხილვა მოაწყო. აქცენტი გაკეთდა ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალზე, რაც საქართველოს სატრანზიტო მისწრაფებების გათვალისწინებით, დღეს განსაკუთრებულად აქტუალურია.

თბილისის ღია უნივერსიტეტში გამართულ განხილვაზე მოხსენებებით წარსდგნენ ექსპერტები, პროფესორები და დოქტორები, იოსებ არჩვაძე, გულბაათ რცხილაძე, აკაკი (მამუკა) კარტოზია, დემურ გიორხელიძე, ვახტანგ ჭარაია, ბადრი ნაჭყებია და სხვები. განხილვა ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მის ფარგლებში აღნიშნულ იქნა ყაზახეთის განვითარებისა და კავკასიის რეგიონისადმი მისი დაინტერესების სხვადასხვა ასპექტები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდით (502 მლრდ. აშშ დოლარი - მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით) ყაზახეთი მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის 42-ე ადგილზე დგას. თვალსაჩინოებისათვის შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი ძალზე ახლოსაა შვეიცარიის მშპ-ის სიდიდესთან, აღემატება ჩილესა და ავსტრიის ანალოგიურ მაჩვენებლებს, ხოლო ისრაელისას - 1.5-ჯერ და მეტად.

ჩინელი და ყაზახელი ექსპერტების ზოგიერთი გათვლის თანახმად, ყაზახეთს ყოველწლიურად შეუძლია ჩინეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან ევროპისკენ და უკან მომავალი სატრანსპორტო ნაკადის 20%-ის გატარება. ფულად გამოხატულებაში ეს მიმართულება დაახლოებით 400 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა მოსახლეობის სიმეჩხერე და ქვეყნის ტერიტორიის სიდიდე ყაზახეთის ეკონომიკას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე დამოკიდებულს ხდის. გამომდინარე აქედან, ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულყოფისათვის, 2013 წლის ბოლოს მიღებულ იქნა «ყაზახეთის რესპუბლიკის სატრანსპორტო სისტემის ინფრასტრუქტურის 2020 წლამდე განვითარებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა». ამჟამად ეს სტრატეგია იმყოფება თავისი რეალიზების მესამე და ბოლო ეტაპზე. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო სტრატეგიის მეშვეობით, ასევე ახალი ეკონომიკური პროგრამების - «ნურლი ჟოლისა» და «აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის» წყალობით, უკვე 70%-იან მზადყოფნაშია.

2005 – 2016 წლებში ყაზახურმა კომპანიებმა საქართველოს ეკონომიკაში 343 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელეს, ამ მაჩვენებლის ზრდის ტენდენციით. საქართველოს პრეზიდენტის მიღებაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა: «ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის კარგი იყო. ყაზახეთი და საქართველო დამოუკიდებლობის პირველ წლებში ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ჩვენ თქვენი ეკონომიკის წამყვან ინვესტორთა შორის ვართ. მე ვერ ვხედავ მიზეზს საიმისოდ, რომ ამ ურთიერთობებს რაიმე დაბრკოლება შეექმნას».

 

EDbvtzxJV38

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"