ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
მსოფლიო
19.02.2018
როგორ შეარიგა ყაზახეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოში მორიგი როტაცია შედგა. ერთთვიანი თავმჯდომარეობის შემდეგ ყაზახეთმა ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობის ესტაფეტა ქუვეითს გადასცა. უნდა ვიფიქროთ, რომ ყაზახეთის დიპლომატებმა ეს საკუთარი ვალის მოხდის გრძნობით გააკეთეს, ერთი თვის მანძილზე მათ ხომ მეტი შეძლეს, ვიდრე ეს მოახერხა უშიშროების საბჭოს ბევრმა თავმჯდომარეებმა წლების მანძილზე.

2018 წლის იანვარი საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო შფოთიანი დრო გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო წლებში იანვარი ასეთი მღელვარებებით აღსავსე არ ყოფილა. ოთხი კვირაზე ცოტა მეტი გახდა საჭირო იმისათვის, რომ ერთგვარად შემცირებულიყო დაძაბულობა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკვე ახალ „ცივ ომად“ ქცეულ ურთიერთობებში, როდესაც ამერიკელებმა ახალი სანქციები შემოიღეს რუსეთის წინააღმდეგ. ავღანეთში ბოლო წლების რამდენიმე საშინელი ტერორისტული აქტი მოხდა, ახლო აღმოსავლეთში თურქეთმა სრულმასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყო სირიელი ქურთების წინააღმდეგ, ხოლო კორეის ნახევარკუნძულზე, ოლიმპიადის მომზადების ბოლო ეტაპზე, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ატომურმა საფრთხემ საშიში, გლობალური ფორმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ორ კორეას შორის ურთიერთობები ოდნავ დათბა კიდეც.

არც ერთი ამ პრობლემათაგანი ყაზახეთის მხრიდან გაეროს უშიშროების საბჭოში უყურადღებოდ არ დარჩენილა. მარტო ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილ ვითარებას ოთხი სხდომა მიეძღვნა. ეს რეგიონი პერმანენტული არასტაბილობის გამო ტერორიზმის ბუდედ იქცა და საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საფრთხის ჩათვლით. მთლიანობაში სულ 20 სხდომა შედგა, ყველაზე უფრო აქტუალური საკითხების განხილვით.

რემარკის სახით - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე მსოფლიოში არსებული ნებისმიერი პრობლემა არ განიხილება ხოლმე. ეს ხდება საბჭოს წევრების შეხედულებისამებრ, ან საბჭოს თავმჯდომარის მიერ. უკანასკნელ ხანებში გაეროს უშიშროების საბჭო მის ცალკეულ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გარკვევის არენად იყო გადაქცეული და სწორედ ეს ახდენდა მისი დღის წესრიგის ფორმირებას. ყაზახეთი კი ცდილობდა, განსახილველად გამოეტანა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც ყველასათვის წარმოადგენენ საფრთხეებსა და რისკებს და, რომლებსაც, ერთმანეთთან დაპირისპირებით გართული მხარეები, ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითისთვის ავიღოთ ავღანეთიდან გამომდინარე საფრთხე. ავღანეთის პრობლემა მხოლოდ ზერელე შეხედვით ჩანს რეგიონული მასშტაბის პრობლემად. მაგრამ რატომ ავიწყდებათ ასე ხშირად, რომ ეს ქვეყანა ჰეროინის წარმოების ლიდერად იქცა, მის მინდვრებზე გამოყვანილი ნარკოტიკები კი გრძელი გზითა და ჩახლართული სქემებით ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში შავ ბაზარზე ხვდებიან. ავღანეთი იქცა ნარკოტიკებისა და ტერორიზმის ექსპორტიორ ქვეყნად, ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი. ეს საერთო პრობლემაა. 2000 წლიდან მოყოლებული, ტერორისტული აქტების რიცხვი მსოფლიოში 10-ჯერ გაიზარდა. მხოლოდ 2016 წელს ტერორისტებმა შეტევა 104 ქვეყანაში განახორციელეს - ანუ მსოფლიოს ნახევარზე მეტში. ახლა კი გავიხსენოთ, რამდენად ხშირად ვხვდებით ახალ ამბებში ცნობებს ავღანეთიდან? სანქციური ომების, პოლიტიკურ კინკლაობის და  შეიარაღებების შეჯიბრის ფონზე ავღანეთის თემა საინფორმაციო ცნობებში თითქოს გაფერმკრთალდა. არადა, საფრთხე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ერაყიდან და სირიიდან გამოდენილი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები  რეგიონში ახალ საყრდენს ეძებენ და, სავარაუდოდ, რადიკალების რაოდენობის მკვეთრი მატების მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, ეს საყრდენი ისევ ავღანეთი ხდება.

ავღანეთის თემატიკას ყაზახეთმა ცალკე სხდომა მიუძღვნა უშიშროების საბჭოში. როგორც ჩანს, ოფიციალურმა ასტანამ ავღანეთის მიმართ უშიშროების საბჭოში ყურადღების მობილიზება მოახდინა. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი-სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, პირველად 2010 წლის შემდეგ, პირადად მოინახულეს ავღანეთი. 13-15 იანვარს უშიშროების საბჭოს თხუთმეტივე ელჩისგან შემდგარი დელეგაცია ქაბულს ეწვია, რათა ადგილზე შეეფასებინათ ვითარება და გაეკეთებინათ დასკვნები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არსებითი გახდა უშიშროების საბჭოში ყაზახეთის თავმჯდომარეობისას, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობაა. კიდევ ერთი თემა, რომელიც ყოველდღიურობას განეკუთვნება. დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ედრებიან ბირთვული არსენალებითა და „წითელი ღილაკებით“, ამ დროს კი მსოფლიო ყოველივე ამას მიეჩვია და მშვიდად ადევნებს თვალს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბირთვული საფრთხე რაღაც ეფემერული და რეალობისგან დაშორებულია. მაგრამ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგები, უკეთ უწყიან, თუ რა კატასტროფულ საფრთხეს შეიცავს მსოფლიოში მზარდი ატომური საფრთხე.

მაგრამ მსოფლიოს ეს არ ესმის. „წითელი ღილაკი“ სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოდ ყოფნას აგრძელებს და კამათში მთავარი არგუმენტია. ამიტომ ბევრი სხვა სახელმწიფო ცდილობს მასობრივი განადგურების საშუალებების დაუფლებას, ბაძავს ატომურ სახელმწიფოებს, რომლებიც კოლეგებს ფორმალურად დემილიტარიზაციისაკენ მოუწოდებენ, მაგრამ თავად არ ჩქარობენ, უარი თქვან თავიანთ მომაკვდინებელ არსენალზე. ვინ მიჰყვება მოწოდებებს, თუკი თავად მოწოდების ავტორი არ ასრულებს მათ?

ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ საქმის არსი სულაც არ არის მსოფლიოში მასობრივი განადგურების შეიარაღებების მზარდი რაოდენობა, და არც მათი გავრცელების გეოგრაფიაში. მნიშვნელოვანია თავად მისი არსებობა და არაჯეროვანი დაცვა. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას სამართლიანად აღნიშნა, ასეთი შეიარაღებების მფლობელი სახელმწიფოების სპექტრის ზრდა ზრდის ამ შეიარაღებების ტერორისტების ხელში ჩავარდნის ალბათობასაც.

მაშასადამე, მასობრივი განადგურების საშუალებების გაუვრცელებლობა დღესდღეობით კაცობრიობის გადარჩენის საკითხია. ეს მესიჯი ყაზახეთმა გააჟღერა მთელი მსოფლიოს გასაგონად, ისარგებლა რა მსოფლიოს მთავარი ტრიბუნით. ეს არ იყო მხოლოდ მოწოდება, არამედ ყაზახეთის საგარეო პოლიტიკის საუკეთესო ტრადიციებში - დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა შემცირდეს მინიმუმამდე ბირთვული საფრთხე. კერძოდ, ნურსულთან ნაზარბაევმა შემოიტანა წინადადება, გამომუშავებულ იქნას ქმედითუნარიანი მექანიზმი მასობრივი განადგურების შეიარაღებების გავრცელების გამო დასასჯელად, მან ასევე მოითხოვა, გართულდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გამოსვლა, რომელიც, ავად თუ კარგად, მსოფლიოში შეკავების ელემენტს წარმოადგენს.

იმისათვის, რომ ამ მექანიზმებმა რეალურად იმუშაონ, ყაზახეთმა მოუწოდა ყველა მხარეს, აწარმოონ დიალოგი ნაცვლად კინკლაობისა და იქონიან ნდობა ერთმანეთის მიმართ. ნდობა უმთავრესია. იგი ძალზე არ ჰყოფნის თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებს. ნდობა, რომელსაც შეუძლია ყველა კონფლიქტი და კრიზისი მოაგვაროს დედამიწაზე. ნდობა, რომელიც მასობრივი განადგურების საშუალებებს აბსოლუტურად უსარგებლოდ აქცევდა. იყო წარმატებული და ავტორიტეტული სახელმწიფო, შეიძლება ამ საშუალებების გარეშე. ყაზახეთი ამას ყოველ დღე ამტკიცებს საკუთარი მაგალითით.

გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა ხშირად და არასწორად, მიიჩნევა ფორმალობად. მაგრამ ყაზახეთის გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ უმთავრესი მომენტია, თუ ვინ და როგორ მიუდგება საქმეს. იანვრის სხდომებმა ყაზახეთის თავმჯდომარეობით კინკლაობის და კამათის გარეშე ჩაიარა, ყველა რეზოლუცია მიღებულ იქნა ერთხმად. ყაზახეთი საქმეს მიუდგა ძალზე აწონილ-დაწონილად და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით. ახლა ჯერი მსოფლიო საზოგადოებრიობაზეა, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის წინაშე.

 

რევაზ გიორხელიძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"