ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
21.12.2017
ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის შემაჯამებელი კრება

  თბილისში გაიმართა ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის წევრთა და რეგიონულ წარმომადგენელთა საერთო კრება. დღის წესრიგში რამდენიმე საორგანიზაციო და შინაარსობრივი ხასიათის საკითხი განიხილებოდა.

ევრაზიის ინსტიტუტის მუშაობის 8-წლიანი მუშაობა და ქართულ-რუსული ურთიერთობების ზოგიერთი ძირეული საკითხი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ შეაჯამა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება რუსული მხარის ინერტულობასა და უმოქმედობაზე გაამახვილა, რაც განაპირობებს ორმხრივი ურთიერთობების საერთო დაბალ დონეს. მოხსენებაში აღნიშნულია:

ფონდი «რუსსკი მირ» ვერ გასცდა რუსული ენის კურსების ჩატარებას, ისიც ძალზე მცირე მასშტაბით და თანაც უშედეგოდ. ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი რამდენჯერმე ჩამოვიდა თბილისში და ცდილობდა, ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობები, მაგრამ არც ერთი ქართული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მას არ შეხვდა, რომ არაფერი ვთქვათ პარტნიორობაზე. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა პირდაპირ დასავლეთზეა მიბმული და ჩვენი უმაღლესები დამოკიდებულნი არიან დასავლურ გრანტებზე. ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებელთა ხელმძღვანელობა მაქსიმალურად გაურბის ურთიერთობას რუსეთის წარმომადგენლებთან. ხოლო როდესაც ფონდს «Русский мир» ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა, რათა უმაღლესების გვერდის ავლით მომხდარიყო ახალგაზრდობის მოზიდვა რუსული ენისა და ქართულ-რუსული ისტორიის შესასწავლად, დიდი სამამულო ომის ისტორიის ჩათვლით, ბ-მა დირექტორმა ძალზე გაიხარა ამ წინადადებით, გაეცნო პროექტს და სანაქებო სიტყვები არ დაიშურა, მაგრამ საქმით პროექტს მხარი არ დაუჭირა და არც განიხილა.

უფრო უარესად გამოიყურება „ალ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი“, რომლის დირექტორი საქართველოში უფრო ღვინისა და ხაჭაპურის გასასინჯად ჩამოდის ხოლმე. რამდენიმე წლის მანძილზე „გორჩაკოვის ფონდი“ ქართველ „ოფიციალურ“ პოლიტოლოგებთან ერთად წყლის ნაყვით არის დაკავებული. შედეგი, ბუნებრივია, არ ჩანს. ფონდმა საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა ანტირუსული განწყობის ქართველი ჟურნალისტების რუსეთში, მოსკოვსა და გროზნიში ვოიაჟის მოსაწყობად, მაგრამ პასუხად, უკან დაბრუნებული ჟურნალისტებისაგან, დამცინავი სტატია-რეპორტაჟები მიიღო. სამაგიეროდ, ალტერნატიული შეხედულებების პოლიტოლოგებს არ ეძახიან კონფერენციებზე.

„გორჩაკოვის ფონდს“ საქართველოში აქვს წარმომადგენლობა - „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელი, ბ-ნი ურუზმაგ ქარქუსოვი, უფრო კომერციით - ე. წ. კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული, ვიდრე რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე მუშაობით. ბ-ნ ქარქუსოვს საქართველოში აქვს რეგისტრირებულ ფირმა „გლობალ გრუპ“, ხოლო კიდევ ერთი ფირმის - „გლობალ ეკონომიკის“ სახელით, იგი წერილებს წერს თურქეთის ვიცე-პრემიერს, ბატონ შიმშეკს და მას ჰპირდება ტრილიონობით ინვესტიციებს მის ქვეყანაში. ბ-ნი ქარქუსოვის გულუხვი შემოთავაზებები ასევე მოიცავს კოტ დ’ივუარსა და საკუთრივ რუსეთს. პარალელურად ტრილიონობით დოლარის „ტრიალისა“, ბ-ნი ქარქუსოვი უარს არ ამბობს რუსეთიდან წლიურად ჩამორიცხულ საბიუჯეტო 25 ათას დოლარზე.

დასავლეთის მიერ გულუხვად დაფინანსებულ ანტირუსულ კამპანიას „ებრძვის“ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკი-საქართველო“, რომლის ვებ-გვერდი ნაკლებად კითხვადია საქართველოში, ხოლო რადიოსიხშირეებზე გადაცემები არ შედგა. „სპუტნიკი“ გაურბის ქართულ-რუსული ურთიერთობების მძაფრი პრობლემების გაშუქებას, არ აკეთებს მოვლენათა ანალიზს, ინფორმაციებს ავრცელებს გადაუმუშავებლად. ასე, მაგალითად, განყოფილებაში „ანალიტიკა“ თქვენ იპოვნით ინფორმაციებს მილან-უდინეზეს საფეხბურთო მატჩზე ან ჰოროსკოპის პროგნოზებს მიხეილ ცაგარელისაგან თუ ვასილისა ვოლოდინასაგან. ბუნებრივია, რომ „სპუტნიკი“ და მისი დირექტორი ქ-ნი ვოინცევა თავისი ინიციატივით არასოდეს ინტერესდება ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ნაწარმოები დოკუმენტური ფილმებით და ანალიტიკური სტატიებით “ - აღნიშნულია მოხსენებაში.

   დასასრულს, ა. ი. პ. ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობამ და რეგიონულმა წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გამოცხადდეს მორატორიუმი ინსტიტუტის აქტიურ მოღვაწეობაზე. ევრაზიის ინსტიტუტის მუშაობა შეფასდა დადებითად, რადგან სწორედ ამ მუშაობამ შეუწყო ხელი საზოგადოებრივი აზრის შემობრუნებას ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენის სასარგებლოდ. სააკაშვილის ეპოქაში ეს ხომ ფრიად საშიში საქმე იყო. დღეს კი ამ დიალოგის მოწინააღმდეგეები „ოკუპაციის მუზეუმებს“ ხსნიან შიდა ქართლის რეგიონში და მუშაობენ ახალგაზრდებთან, რათა მოსახლეობა განაწყონ ამ თემის საწინააღმდეგოდ. თუკი რუსეთის მხარე არ გამოფხიზლდა და არ მიიღო კონტრზომები, ეს ძალები გარკვეულ წარმატებასაც მიაღწევენ. ამაზე ევრაზიის ინსტიტუტი პასუხისმგებელი არ არის.

ევრაზიის ინსტიტუტის რეგიონულმა წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მოსახლეობაში გასავრცელებლად ჩაიბარეს გ. რცხილაძის ავტორობით შექმნილი ნაშრომი „ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიიდან. რამდენიმე მცდარი წარმოდგენის შესახებ“, რომელშიც დაწვრილებით არის განხილული და უკუგდებული სტერეოტიპული წარმოდგენები ისტორიის საკვანძო მომენტებთან დაკავშირებით. ამ ნაშრომით ა. ი. პ. ევრაზიის ინსტიტუტი ასრულებს თავის აქტიურ საქმიანობას. --  

 

 

 

განხილვა ფორუმზე (
Fatal error: Call to undefined function curl_init() in /home/geurasia/polit/class/ipb_forum.class.php on line 183