ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
27.07.2017
იგი საქართველოშიც არავის სჭირდება

 ყველაზე სამწუხარო „ვარდების რევოლუციის“ ბელადისთვის ის არის, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ იგი მაინცდამაინც არც სამშობლოში სჭირდება ვინმეს. თვით ბრალდებულის სტატუსითაც კი.

სააკაშვილისთვის, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ შიდა ქართლში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის დაწყებისთვის, უთხრა ჩვენს გამოცემა ВЗГЛЯД -ს ქართველმა პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ. „იგი ოსებს ეფიცებოდა, რომ ისინი ჩვენი ძმები და თანამოქალაქეები არიან, მაგრამ მან ისინი ფეხებზე დაიკიდა და დაბომბა“ - აღნიშნა ექსპერტმა 2008 წლის კონფლიქტის შესახებ.

სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემა იურიდიულად რთული არ არის, მაგრამ პოლიტიკურად ძნელად განსახორციელებელია - დარწმუნებულია ექსპერტი. „თავად საქართველოს ხელისუფლება არ არის ამაში დაინტერესებული. სააკაშვილი სადღაც საზღვარგარეთ გაიელვებს, იქიდან რაღაც სარკასტულ კომენტარებს აკეთებს. მას აქედან ასეთსავე პასუხს სცემენ, დასცინიან. ეს ყველას აწყობს. თუკი სააკაშვილს დააკავებენ და თბილისს გადასცემენ, ხელისუფლებას საფიქრალი ექნება, რა უყოს მას, რა ბრალდებები წაუყენოს“ - მიიჩნევს რცხილაძე და იხსენებს, რომ პრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლებს, ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს მინიმალური ვადები მიესაჯათ და იოლად გამოძვრნენ.

„სააკაშვილი არ უყვარდათ უკრაინაში, იგი იქ ყოველთვის უცხო იყო. ახლა კი, იგი, ალბათ, აშშ-ში დამკვიდრებას შეეცდება“ - განაცხადა რცხილაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი არ დაბრუნდება.

სტატია სრულად: „Саакашвили превратился в политического бомжа

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"