ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
16.06.2017
„2008 წლის აგვისტო: ლაპარაკობს ქართველი ხალხი!“ - Video

   ევრაზიის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ამ დოკუმენტური ფილმის მიზანია, ზედმეტი კომენტარის გარეშე ტრიბუნა მიეცეს 2008 წლის ომის შემსწრე ადამიანებს - შიდა ქართლის სოფლების მცხოვრებლებს, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ომის მთელი "ხიბლი". ფილმის ავტორებს აინტერესებთ ერთი კითხვა: ნამდვილად იქცეოდნენ რუსი სამხედროები ისე, როგორც ამას "ნაციონალების" მედია-საშუალებები ავრცელებდნენ და დღემდე ავრცელებენ? იყო თუ არა რუსების მხრიდნა მაროდიორობის, დარბევის, მოსახლეობის საკუთარი სახლებიდან გამოძევების ფაქტები?

სიმართლე აუცილებელია, რათა კავკასიაში ხალხთა შორის მშვიდობა და კეთილმეზობლობა აღსდგეს. ეს ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. 

ფილმში ასახულია გორის და ქარელის რაიონების სოფლების - ზეღდულეთის, მეღვრეკისის, დირბის მცხოვრებთა, ასევე ახალგორის რაიონის ლტოლვილთა წარმომადგენლების ჩვენებები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა სოფელ ავლევსა და სოფელ კნოლევში, უშუალოდ „საზღვართან“, თუმცა იქაური მოსახლეობა ვიდეოკამერასთან საუბარს თავს უფრო მეტად არიდებდა, მაგრამ კამერის გარეშე დაახლოებით იმავეს ამბობდა, რასაც ფილმში გადაღებული დანარჩენი სოფლების მოსახლეობა.

მაშ ასე, ევრაზიის ინსტიტუტი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს: „2008 წლის აგვისტო: ლაპარაკობს ქართველი ხალხი!“. ფილმის ავტორები: გივი ვანიშვილი, გულბაათ რცხილაძე. ოპერატორი - თორნიკე თიბილაშვილი. ინტერვიუები ჩაწერილია 2016 წლის აპრილში. 

IGTQ4jo6RG4

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"