ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
17.03.2016
აბაშიძემ ამოწურა თავისი «ფორმატი»

  საქართველოს ხელისუფლების გაურკვეველმა პოლიტიკამ (გაურკვეველმა, პირველ რიგში, თავისთვის) რუსეთთან დაკავშირებით საკუთარი თავი ამოწურა, ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკების «ფორმატთან» ერთად. როგორც აბაშიძის კოლეგამ რუსეთის მხრიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სავსებით სამართლიანად განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პრაღაში, საქართველოს  ხელისუფლებამ, მათ შორის, თავდაცვის მინისტრმა და თავად პრეზიდენტმა, მოუხშირეს ღია ანტირუსული განცხადებებს კეთებას, მოუწოდეს სხვა სახელმწიფოებსაც, გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ.

 როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, არ დაძაბოს სიტუაცია ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციული განცხადებების მიუხედავად, თუმცაღა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და რუსეთის მოთმინებაც არ არის უსაზღვრო.

 აი ასეთი პასუხი მიიღო ზურაბ აბაშიძემ თავისი კოლეგისგან, აბაშიძისთვისვე მოსალოდნელი ვიზების გაუქმების ნაცვლად და უნდა აღინიშნოს, სავსებით სამართლიანად.

  ერთადერთი, რაც საქართველოს  მთავრობამ  გააკეთა ბოლო დროს, მოსკოვთან მეტ-ნაკლებად ნორმალური სამუშაო კონტაქტის შესანარჩუნებლად, უარი თქვა ანტირუსულ რიტორიკაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარი პირადი გადაწყვეტილებით გააუქმა ეკონომიკური ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ და ამით იხსნა საქართველოს ეკონომიკა სრული კრახისგან, რომელიც უკვე პრაქტიკულად განადგურებული იყო 2012 წლის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შედეგად.

  ახლა გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ეკონომიკური დივიდენდების მიღება რუსეთისგან,  «ნაციონალური» უპასუხისმგებლო პოლიტიკის აღდგენის პირობებში. პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მოსკოვში ამ დრომდე მაქსიმალუად აკავებდნენ ჩვენი შეტყობინებები იმის შესახებ, რომ  «ხიდაშელი და რესპუბლიკური პარტია არ არის მთლიანად საქართველოს ხელისუფლება», «მთავრობაზე ზეწოლას ახდენენ ამერკელები» და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი - როგორც მოსკოვის მოთმინებას, ასევე ჩვენს შესაძლებლობებს.

 ახლა ბატონ აბაშიძეს შეუძლია, კიდევ მრავალჯერ შეხვდეს ბატონ კარასინს, მაგრამ რუსი დიპლომატის სიტყვა უკვე ნათქვამია - მოსკოვი დააკვირდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს და შედეგებიდან გამომდინარე გამოიტანს დასკვნებს. ასე, რომ სჯობს, ბატონმა აბაშიძემ, საქართველოში დაბრუნებისას, დასვას საკითხი თავისი ხელმძღავნელის - პრემიერმინისტრის წინაშე, რათა მან ხმა ჩააკმედინოს თავის უპასუხისმგებლო თავდაცვის მინისტს, ასევე მოუწოდოს ქვეყნის პრეზიდენტს, თავი შეიკავოს რადიკალური განცხადებებისგან.

 თუმცა ეს ჩემი სურვილია, რეალურად კი ბატონი აბაშიძე არაფერს გააკეთებს (პრინციპში, მას ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ჯერ კიდევ პრაღაში გამგზავრებამდე). და რომც გააკეთოს, ახლანდელი პრემიერმინსტრი ნამდვილად არ არის ის ტიპაჟი, რომელსაც შეუძლია, თავისი ადგილი მიუჩინოს საკუთარ უპასუხისმგებლო გარემოცვას.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"