ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
08.02.2016
კადიროვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება

   როგორც რუსული მასმედია იუწყებოდა, თებერვლის დასაწყისში, ჩეჩნეთის მთავარ მეჩეთში, ქ. გროზნოში, უხუცესებმა და რესპუბლიკის წამყვანმა თეოლოგებმა გადაწყვიტეს, აიკრძალოს ისლამის ვაჰაბიტური მიმდინარეობა. ვაჰაბიზმი იკრძალება ნებისმიერი ფორმით და ტერორისტულ იდეოლოგიას უთანაბრდება.

   სატელევიზიო პროგრამა „ვესტი ნედელი“-სთან ინტერვიუში ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი კიდევ უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში არა მხოლოდ ვაჰაბიზმი, არამედ სალაფიზმი იკრძალება მთლიანობაში, რომლის რადიკალურ ფორმასაც წარმოადგენს ვაჰაბიზმი (შედარებისათვის იხ.: «Чем ваххабиты отличаются от салафитов?»).

   „თუკი გამოჩნდება ნებისმიერი სალაფიტი, პირველად გაფრთხილებას მივცემ, მეორედ კი გავანადგურებ“ - ნათლად და ლაკონურად აღნიშნა კადიროვმა ხსენებულ ინტერვიუში (იხ.:  "Вести недели с Дмитрием Киселёвым" 07.02.2016, 1:24:41-დან).

   ეს, შესაძლოა, კადიროვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ბოლო წლების მანძილზე. ჩეჩნეთის გამოცდილებას ყურადღება ჩვენც, საქართველოში, უნდა მივაქციოთ. სალაფიზმი არ სჭირდება ჩეჩნეთს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არ სჭირდება საქართველოს. საჭიროა, რომ მოხდეს ლიბერალური „შუშერის“ ფარისევლური წივილ-კივილის იგნორირება, ყალბად გაგებული „რწმენის თავისუფლებასთან“ დაკავშირებით - მათ ოღონდ მართლმადიდებლობა დაასუსტონ და, ეშმაკსაც შეეკვრებიან, არა თუ ვაჰაბიტურ ტერორს.

   პანკისის ხეობა კავკასიის სხვადასხვა მხარის ექსტრემისტული მიმართულების სალაფიტების თავშესაფრად არის გადაქცეული. თავად პანკისში ისინი შედარებით წყნარად მოიქცევიან - რა საჭიროა ზედმეტი ყურადღების მიპყრობა საკუთარ თავზე? სწორედ ეს სიჩუმე უნდა გვაშფოთებდეს, და არა მხოლოდ პანკისში, არამედ, აწ უკვე აჭარასა და ქვემო ქართლშიც.

   ნებისმიერ შემთხვევაში - ჩეჩნური გამოცდილება, სულ ცოტა, უნდა განვიხილოთ მაინც.

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"