ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
02.02.2016
უკრაინაში ომი წიგნებსაც გამოუცხადეს

  სიბრალულს იწვევს დღევანდელი უკრაინა, სადაც სულ რამოდენიმე წლის წინ მშვიდობა და სტაბილურობა იყო, მოსახლეობა კი მეტ-ნაკლებად ნორმალურ სოციალურ პირობებში ცხოვრობდა. დღეს არც მშვიდობა და სტაბილურობაა, არც მისაღები სოციალური პირობები უკრაინის მოსახლეობის ფართო  ფენებისათვის. ქვეყანა იმართება დასავლეთის მიერ დასმული რეჟიმის მიერ, რომლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ ქართველი ხალხის გუშინდელი ჯალათები - სააკაშვილი და მისი „ნაციონალები“.

კიევის მარიონეტული ხელისუფლება იძულებულია, გაიმეოროს სააკაშვილის დამღუპველი პოლიტიკა, რომელსაც იგი საქართველოში ახორციელებდა - შექმნას დაუძინებელი მტრის ხატი რუსეთისაგან და რუსეთზე გადაიტანოს ყურადღება საკუთარი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან.

ეს კლასიკური შემთხვევაა, მოფაშისტო რეჟიმებისათვის დამახასიათებელი. მაგრამ ფაშიზმის კლასიკაა წიგნებთან, მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურასთან ბრძოლა. სწორედ ასეთი პირწავარდნილი ფაშისტური ფორმა მიიღო კიევის რეჟიმის მიერ ანტირუსული ისტერიის გაღვივებამ.

უახლესი მაგალითი: 30 იანვარს, რუსეთიდან შინ დაბრუნებული ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი სკვორცოვი უკრაინის მესაზღვრეებმა დააკავეს. საფუძველი ის გახლდათ, რომ ჟურნალისტს მოსკოვიდან წამოღებული რუსული სამეცნიერო ლიტერატურა ჰქონდა თან, მათ შორის რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრში (РИСИ) გამოცემული კრებული «Наследники Победы и Поражения. Вторая мировая война в исторической политике стран ЕС и СНГ». უკრაინელმა მებაჟეებმა სულ რამდენიმე წუთში „დაადგინეს“, რომ ეს სქელტანიანი გამოცემები „უკრაინის საკონსტიტუციო წყობის საწინააღმდეგო“ ინფორმაციებს შეიცავს. სასამართლო პროცესი დანიშნულია 6 თებერვალს.

      ინფორმაცია უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ РИСИ -ს ვებგვერდზე: „Киев объявил войну книгам РИСИ“.

მკითხველს აგრეთვე ვთავაზობთ საკუთრივ კრებულს და თავად მკითხველმა შეაფასოს, რამდენად საჭირო ან მავნე ინფორმაციაა ამ წიგნში გადმოცემული (წიგნში, სხვათა შორის, საუბარი საქართველოზეცაა, გვ. 441 – 456): «Наследники Победы и Поражения. Вторая мировая война в исторической политике стран ЕС и СНГ».

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"