ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
30.12.2015
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვიზიტი თეირანში

  ირანის კავკასიის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით (დირექტორი – ბატონი მეჰდი ჰოსეინი), ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგიის დოქტორი გულბაათ რცხილაძე ვიზიტით იმყოფებოდა ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ თეირანში, სადაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ მოხსენებებით წარსდგა. კავკასიის კვლევების ინსტიტუტი 2006 წლიდან ფუნქციონირებს თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში და მიჩნეულია ირანის ერთ–ერთ ყველაზე უფრო ავტორიტეტულ რეგიონული კვლევების ცენტრად.

   26 დეკემბერს შედგა გ. რცხილაძის გამოსვლა კავკასიის კვლევების ინსტიტუტში თემაზე „რეგიონული და რეგიონს გარე მოთამაშეების გავლენა კავკასიაში სიტუაციის განვითარებაზე“, ხოლო მეორე დღეს – თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირანის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ხელშეწყობით, თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ანალიზი: ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივა“. უნივერსიტეტში მეორე მომხენებლად გამოვიდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ირანელი სპეციალისტი, პოლიტოლოგიის დოქტორი ვალი კალეჯი. გამომსვლელებმა დაწვრილებით აღწერეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეტაპები და საკვანძო მომენტები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი საშინაო ფაქტორებთან, ისევე, როგორც უცხო სახელმწიფოების გავლენასთან.

   შეხვედრებზე გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა ირანელი სპეციალისტების ინფორმირებულობის მაღალი დონე. თავის მხრივ, კავკასიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ასევე მისმა კოლეგებმა როგორც საკუთრივ ინსტიტუტში, ისე უნივერსიტეტში, მადლობა გადაუხადეს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს საინტერესო და შინაარსიანი მოხსენებებისათვის. ორივე მხრიდან გამოითქვა სურვილი, გაგრძელდეს დიალოგი და თანამშრომლობა ორ ინსტიტუტს შორის.


ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

ფოტოები:

 ბევრს შეიძლება გაუკვირდეს საახალწლო ნაძვის ხე თეირანში (სასტუმრო "Enghelab")...

 

გულითადი დახვედრა კავკასიის კვლევების ინსტიტუტში:

 

 

კავკასიის კვლევების ინსტიტუტის კოლექტივი, ცენტრში – გ. რცხილაძე

 

 

მეჰდი ჰოსეინი, გულბაათ რცხილაძე და რუსულის შესანიშნავი მცოდნე, მუსა აბდოლაჰი:

 

 

ვალი კალეჯი:

 

თეირანში დეკემბერშიც ხარობს ვარდი:

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"