ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
12.09.2015
გამასხარავებული გორჩაკოვის ფონდი ანუ „ძალიან რბილი რუსული ძალა“

   ბოლო დროს საქართველოში მოდური გახდა „რუსული რბილი ძალის“ შესახებ პერიოდული განგაშის ატეხვა. ამასთან დაკავშირებით აქცენტი კეთდება არასამთავრობო სექტორსა და მასმედიაზე, თითქოს რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ, ე. წ. „რბილმა ძალამ“ ღრმად შემოაღწია საქართველოში. მასმედიიდან პირველ რიგში ახსენებენ გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“, სააგენტო „საქინფორმსა“ და მეტი „ობიექტურობისათვის“, კიდევ ორ-სამ გაზეთსა და ინტერნეტ-საიტს. საზოგადოებრივი სექტორიდან ამერიკის საელჩოდან მართულ ქართველ „პატრიოტებს“ ყველაზე მეტად ჩვენი ორგანიზაცია - ევრაზიის ინსტიტუტი არ მოსდით თვალში. თვალის ასახვევად კიდევ ერთ-ორ ორგანიზაციასაც მიაყოლებენ ხოლმე „ხურდაში“.

   მაგრამ როგორ გამოიყურება რეალურად რუსული პროპაგანდა, ე. წ. „რბილი ძალა“ საქართველოს მაგალითზე? ზედმეტად „რბილი“ ხომ არ არის იგი? ამის შესახებ ჟურნალ „ლიბერალის“ ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, ირაკლი აბსანძე ირონიის საკმაოდ დიდი დოზით წერს. საჭიროდ მიგვაჩნია, მკითხველს გავაცნოთ ი. აბსანძის ეს სტატია:

   "აქა ამბავი რუსული 'რბილი ძალის' სისუსტეებისა". 

   დასკვნის სახით დავძენთ: საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შემობრუნება რუსეთთან საქართველოს დაახლოების სასარგებლოდა არა ასეთი ბედოვლათი „რბილი ძალის“, არამედ ქართველი ხალხის სიბრძნისა და დიახაც, რომ ჩვენნაირი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის დამსახურებაა! გორჩაკოვის ფონდს კი ვთავაზობთ უფასო მასტერ-კლასებს პიარის სფეროში.

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"