ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
27.06.2015
ამერიკული მეხუთე კოლონა თავდაცვის სამინისტროში

ევრაზიის ინსტიტუტი მთლიანად "საქინფორმის" რედაქციის მიერ გამოთქმულ შემდეგ მოსაზრებებს: 

 

  პოლონეთი და რუმინეთი, თავისთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების განთავსებით ავტომატურად იქცევიან რუსეთის სამიზნეებად, - განაცხადა 2015 წლის 24 ივნისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ევგენი ლუკიანოვმა: „უმჯობესი იქნებოდა სხვა რამეზე ეფიქრათ იმავე პოლონეთსა და რუმინეთს. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემების ელემენტების - სატყორცნი დანადგარების განთავსება, რომლებიც რეალურად დამიზნებულია ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალებისთვის - მათთვის პრობლემად იქცევა. თუმცა, თუ პოლონეთსა და რუმინეთს სამიზნეებად ყოფნა მოსწონთ ამერიკული შეიარაღების სისტემების გამო, ეს მათი არჩევანია! კონფლიქტის ლოგიკის მიხედვით, მისგან მოგებული არავინ რჩება, ხოლო ვიღაცა მათ შორის ექცევა. ჰოდა, სწორედ ისინი შესაძლოა აღმოჩნდნენ შორის. თუ მათთვის ეს პოზიცია გასაგებია, მისაღებია, თუ ეს მათი მოკავშირული ვალდებულებების საფუძველია, ამის კომენტირება არ შემიძლია“, - დასძინა ლუკიანოვმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2015 წლის 5 ივნისს სააგენტო ასოშიეიტედ პრესმა განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განზრახვის შესახებ, განეთავსებინათ მიწისზედა ბაზირების რაკეტები ევროპასა ან აზიაში. ამის პასუხად, 2015 წლის 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „2015 წელს რუსეთის არმიის შეიარაღების განკარგულებაში იქნება 40-ზე მეტი საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომლებსაც ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილისაც კი, გადალახვა შეუძლიათ“. პუტინმა პირობა დადო, რომ მოსკოვი თავის დამრტყმელ ძალასა და საშუალებებს მისთვის მუქარის შემცველი ტერიტორიებისკენ მიმართავს.

თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტებს განათავსებს, ის აშშ-სა და რფ-ს შორის აღმოჩნდება და რუსეთის პოტენციურ სამიზნედ იქცევა, პოლონეთისა და რუმინეთის მსგავსად, რომლებიც, პუტინის თქმით, „რუსეთისათვის მუქარის შემცველ ტერიტორიად“ იქცნენ.

საქინფორმი წინასწარ განჭვრეტს მისი მისამართით ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებას - აქაოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან ხელი მოაწერა საქართველოში არა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების, არამედ „მსოფლიოში არსებული საჰაერო თავდაცვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიის“განთავსების შესახებ შეთანხმებას.

შესაძლოა, საქართველოში სოროსის ფონდის გამგეობის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თინა ხიდაშელი - „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და მთავარი რესპუბლიკელის, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მეუღლე ასე ორიგინალურად უწოდებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას? თუ მან „შემთხვევით“ აურია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში?

გამორიცხულია! მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორი თავდაცვის მინისტრი - დიმა შაშკინი და თინა ხიდაშელი პროფესიონალი NJO- ნიკები არიან, რომლებმაც თავისი შრომის წიგნაკები პარლამენტში გახსნეს და არმია მხოლოდ კინოში აქვთ ნანახი, ისინი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე პირადად აშშ-ის სენატორმა, რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმადანიშნა, რომელმაც ვიეტნამში ბრძოლაც მოასწრო (სანამ ტყვედ არ ჩავარდა და КГБ-სთან თანამშრომლობაზე ხელწერილი არ დადო) - მაშასადამე, აუხსნა კიდეც თავის ხელდასხმულებს განსხვავება რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შორის!

მაშ რა ხდება?! თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლემ, რომელმაც გასულ კვირას, 13 ივნისის თბილისში დატრიალებული უბედურების გამო, სერიოზულად შეკვეცა თავდაცვის სამინისტროს ისედაც მოკრძალებული ბიუჯეტი, არ იცის, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების თანამედროვე დანადგარები გაცილებით მეტი ღირს - შესაძლოა საქართველოს მთელი ბიუჯეტიც არ ეყოს?! „თანამედროვე ტექნოლოგიებზე“ ლაპარაკი ხომ საერთოდ სასაცილოა...

აგრეთვე, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ  ხიდაშელი - უსუფაშვილის რესპუბლიკურმა წყვილმა დანამდვილებით არ იცოდეს: რუსეთის (რომელიც ისინი საქართველოს ერთადერთ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ) რაკეტებისგან თვით აშშ-ც კი არაა დაცული!

ჰოდა, გამოდის, რომ თავდაცვის მინისტრი ცრუობს და ქართველი ხალხის ზურგსუკან კი კვლავაც წყვეტენ მის ბედს, რომელიც შესაძლოა ტრაგიკულად იქცეს, თუ საქართველოში, პოლონეთისა და რუმინეთის მსგავსად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს განათავსებენ! ამ სისტემების საფასურის გადახდა საჭიროც კი არაა, ამისათვის აშშ აქეთ გადაუხდის ვიღაც-ვიღაცებს. თუ უკვე არ გადაუხადა...

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 26 ივნისი
საქართველო, თბილისი




თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"