ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
15.05.2015
ფსევდობაიკერები და მათი სპონსორები

  როგორც ცნობილია, რუსეთიდან საქართველოში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით შემოსულ ბაიკერებს ზოგიერთი ქართველი ბაიკერი დაუპირისპირდა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნამდვილ ქართველ ბაიკერებს ამ ავანტიურასთან არაფერი არ აკავშირებთ. ევრაზიის ინსტიტუტის პორტალმა „პოლიტფორუმი“ გამოარკვია, რომ ე. წ. ქართველი ბაიკერები იმართებოდნენ ყოფილი ხელისუფლების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მიერ.

   კონკრეტულად: ქვემოთ, სურათზე, ასახულია ლაშა ბრეგვაძე, რომელიც „ნაციონალების“ მმართველობის დროს რუსთავის მე–17 საპყრობილის (ე. წ. „მეორე ზონა“) დირექტორად, უფრო ადრე კი ე. წ. მე–6 „კრიტის“ დირექტორად მუშაობდა. იგი არის პენიტენციარული სისტემის ყოფილი შეფის, ბაჩო ახალაიას ახლო მეგობარი. სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ლ. ბრეგვაძე გალახეს და დაამცირეს ყოფილმა პატიმრებმა (მეორე სურათი), რომლებსაც იგი სააკაშვილის რეჟიმის სულისკვეთებით ეპყრობოდა – სასტიკად.

   ბრეგვაძის ხელმძღვანელობით „ბაიკერების“ ყველა ქმედებას უკან სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი სადისტი – ამირან მესხელი უდგას უკან, რომელიც ახლა კიევში ცხოვრობს. დაფინანსება „ბაიკერებისათვის“, სხვა ფსევდოსაზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, წამოვიდა ფონდიდან „იდენტობა“, რომელიც ასოცირებულია ე. წ. „ლგბტ“ საზოგადოებასთან. ამ ფონდის ადვოკატი ქეთევან არახამიაა – სიღნაღში რუსი ბაიკერებისადმი პროვოკაციის მომწყობი.

   ფსევდობაიკერების, „თავისუფალი ზონის“, ასევე საფეხბურთო ფანატების ნაწილისა და ნაციონალისტების სპონსორად, სხვათა შორის, მოგვევლინა ახალციხელი ბიზნესმენი არტურ ბალასანიანი.

   სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხს ასევე აგვარებდა ლერი გორგოძე – „კუდ“-ის ყოფილი განყოფილების უფროსი, რომელმაც გ. ტაბიძის ქუჩაზე გახსნა დროებითი ოფისი გაუქმებულ კაფე „კრუიზში“.

 

«Politforumi.com»

ლაშა ბრეგვაძე – მოტოციკლზე, საკუთარი ფოტო:

ყოფილი პატიმრების მიერ ნაცემი იგივე ბრეგვაძე (ფოტო ინტერნეტიდან):

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"