ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
29.01.2015
პოროშენკოს ფავორიტ „ნაცებს“ საქართველოში საბუთებს არ აძლევენ

   ევრაზიის ინსტიტუტისათვის ცნობილი გახდა, რომ კიევის რეჟიმის სამსახურში ჩამდგარი „ნაცები“ პრობლემას აწყდებიან საქართველოში ნასამართლეობის ცნობის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის სულ მცირე, 2 ასეთი შემთხვევა არის დანამდვილებით ცნობილი. მათ ეს ცნობა ფორმალობისათვის სჭირდებათ, რათა მიიღონ უკრაინის მოქალაქეობა და დაიკავონ შესაბამისი თანამდებობები.

   მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არის კანონდარღვევა და თან, რაც მთავარია, პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი. პირიქით, ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი „ნაცი“ მოშორდეს საქართველოს და გადაბარგდეს ყოვლად უპერსპექტივო უკრაინაში, რომლის ფონზე თვით საქართველოც კი უფრო მიმზიდველ ქვეყნად ჩანს.

   მას შემდეგ, რაც „ნაცები“ უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ, ისინი ქართული კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას. ხელისუფლებას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს აღარ დაუბრუნოს მოქალაქეობა და საერთოდ აღარ შემოუშვას ისინი საქართველოს ტერიტორიაზე. 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"