ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
08.01.2015
მწარე პარიზული გამოცდილება საქართველოსთვის

   ისლამისტების მიერ Charlie Hebdo-ს რედაქციის დახვრეტამ ორი ძირეული პოლიტიკური მომენტი წარმოაჩინა: 

1. ევროპელებმა ათწლეულების მანძილზე ხელოვნურად შეიქმნეს პრობლემა, არ ეწინააღმდეგებოდნენ რა ისლამური სამყაროს იდეოლოგიურ და დემოგრაფიულ ექსპანსიას. ახლა კი ევროპა მხოლოდ ძირძველ ევროპელ ხალხებს აღარ ეკუთვნის, არამედ ალჟირელების, მაროკოელების, თურქების, ეგვიპტელების და სხვების საკუთრებაცაა. მათ თავიანთი საკუთარი წარმოდგენები აქვთ სიტყვის თავისუფლებაზე და მათთვის კონკრეტული შინაარსის შემცველია სიტყვები „ცოდვა“ და „ღვთის გმობა“.

 2. ქრისტიანულ რწმენას ზურგშექცეულმა ევროპელებმა ვერ აღიქვეს საფრთხე, რომელიც ისლამიზმიდან მომდინარეობდა. სეკულარიზებული ევროპა უუნარო აღმოჩნდა ისლამის რადიკალური მიმდევრების - ადამიანის უფლებების, პიროვნების უფლებების, სიტყვის თავისუფლების იდეალების მოწინააღმდეგეების „ინტეგრირებისა“ და, მით უმეტეს, ასიმილირებისათვის,

   ამიტომ, საქართველოს ე. წ. „ევროპული კურსის“ ფარგლებში გასათვალისწინებელია, რომ ევროპასთან პოლიტიკურ დაახლოებასთან ერთად, ჩვენ ვუახლოვდებით სეკულარული ყველაფრის ნებადართულობისა და აგრეთვე ისლამიზმის პრობლემას. სხვაგვარად რომ ითქვას, ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ სიტყვის თავისუფლების სახით, დასაშვები იქნება როგორც მართლმადიდებლების, ისე სხვა მორწმუნეების რელიგიური გრძნობების დაცინვა და (ან) პირიქით, იძულებულნი უნდა ვიყოთ, გვეშინოდეს ისლამისტებისა, რომ მათ უნებურად არ ვაწყენინოთ რამე. სავარაუდოდ, საქართველოსთვის მიუღებელია ორივე ეს ვარიანტი.

    როგორ შეიძლება საკუთარი ფუნდამენტური ინტერესების დაცვა ზემოთ ნახსენები „ევროპული კურსის“ ფარგლებში და საერთოდ შესაძლებელია ეს თუ არა, ცალკე საკითხია, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

1) პატივით მოვექცეთ მუსლიმანების და ყველა ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელთა გრძნობებს,

2) ამის პარალელურად არ დავუშვათ გარედან ისლამისტური პროპაგანდის შემოღწევა მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში - აჭარაში, ქვემო ქართლსა და პანკისის ხეობაში. ბუნებრივია, ახალი მეჩეთებისა და მინარეთების აშენება უნდა გამოირიცხოს, ხოლო უკვე არსებულებს სახელმწიფომ უნდა აღმოუჩინოს მხარდაჭერა, უცხოური ჩარევის გარეშე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"