ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
12.12.2014
„ცივილიზებული სამყაროს“ წამების მეთოდები 21-ე საუკუნეში

   „დემოკრატიის ლიდერი“ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული წამების მეთოდების შესახებ 500-გვერდიანი მოხსენება სენატმა წარმოადგინა. ეს ისე მოხდა, თითქოს სენატს არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ტყვეების წამებასთან. მაგრამ სწორედ საკანონმდებლო ორგანო აძლევდა პრეზიდენტ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციას შეუზღუდავ უფლებებს, უხეშად დაერღვია აშშ კონსტიტუცია, საერთაშორისო კანონმდებლობა და ელემენტარული ადამიანური უფლებები. ახლა ამერიკული ოლიგოკრატია ისევ „დემოკრატობანას“ თამაშობს და ცდილობს, რომ ჩადენილი საზარელი დანაშაულობები ცალკეულ შემთხვევებს მიეწეროს და სისტემა - ამერიკული ფსევდოდემოკრატია გამართლდეს.

   თუმცა ყოველივე ეს ცალკე განხილვის საგანია, ახლა კი დაწვრილებით, რა მეთოდებს გამოიყენებენ 21-ე საუკუნეში ამერიკული სპეცსამსახურები, ტყვეების დაკითხვის დროს.  აქვე დავძენთ, რომ ამ მეთოდების ფონზე თვით სააკაშვილის რეჟიმის „ციხის კადრებიც“ ფერმკრთალდება:

 

  1. „უოტერბორდინგი“

 

ე. წ. „უოტერბორდინგის“ დროს ტყვეებს პირში წყალს იქამდე ასხამდნენ, ვიდრე მათ დახრჩობამდე ცოტაღა აკლდებოდათ.

 

  2. გაუპატიურება

 

რამდენიმე ტყვე განსაკუთრებული ძალადობით იქნა გაუპატიურებული, ანალური გზით.

 

  3. შოკის გამოწვევა სიცივით

 

ტყვეებს ყინულოვან წყალში აყოფინებდნენ თავს მანამ, სანამ მათ კანკალი არ აიტანდათ.

 

4. ოჯახის წევრის ყვირილის მოსმენა

 

ერთ-ერთი გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მისი ოჯახის წევრები ეჭვმიტანილნი იყვნენ ტერორიზმის მხარდაჭერაში. ამ კაცის ყვირილისა და ღრიალის ჩანაწერს მის ოჯახის წევრებს ასმენინებდნენ.

 

5. დედის გაუპატიურებით მუქარა

 

ერთ-ერთ ტყვეს სპეცაგენტები დაემუქრნენ, რომ მის თვალწინ დედას გაუუპატიურებდნენ. მეორე ტყვეს კი უთხრეს, რომ დედამისს თავს მოკვეთდნენ.

 

6. „რუსული რულეტკა“

 

დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც ტყვეს თავზე ერთი ტყვიით დატენილ რევოლვერს ადებდნენ და ჩახმახს გამოჰკრავდნენ.

 

7. ყინულოვანი შხაპი

 

გაშიშვლებული ტყვე სიცივისაგან დაიღუპა, როდესაც მას ყინულოვანი, ცივი შხაპი მიაღებინეს.

 

8. ძილის წართმევა ჰალუცინაციების გამოწვევამდე

 

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტები თავიანთ ტყვეებს 180 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ძილის საშუალებას. შედეგად, ზოგიერთ მსხვერპლს ჰალუცინაციები და პარანოია განუვითარდა.

 

9. ოჯახური ტყვეობა

 

საკმაო რაოდენობის შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რომელიმე პიროვნებას იტაცებდნენ აგენტები, რათა ამ პიროვნების ოჯახის წევრებზე მოეხდინათ ზეწოლა და შანტაჟი.

 

10. საავადმყოფოდან გატაცება

 

უგონოდ მყოფი, კლინიკაში მწოლიარე პაციენტი გადაიყვანეს საწამებელ კამერაში. ნარკოზიდან გაღვიძებული ეჭვმიტანილი შეშლილობის ზღვრამდე მივიდა მოულოდნელობისაგან.

 

11. ტუალეტში გასვლის აკრძალვა

 

ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პატიმრებს ტუალეტში საჭიროებაზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ აცვამდნენ „პამპერსებს“.

 

12. ცოცხლად დამარხვის იმიტაცია

 

ერთ-ერთი ტყვე რამდენიმე დღის განმავლობაში კუბოში ამყოფეს, მას ემუქრებოდნენ, რომ იგი ციხეს მხოლოდ ასე, კუბოში ჩაწოლილი დატოვებდა.

 

13. კამერაში ჩამოკიდება

 

ზოგიერთი კამერა ჭერზე დამაგრებული ძელით იყო აღჭურვილი. ტყვეებს ამ ძელზე ხელებით აბამდნენ, ანუ მათ არ შეეძლოთ დაწოლა და დაჯდომა, ისინი მუდმივად ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

 

14. დახრჩობა

 

ერთ-ერთ ტყვეს დაკითხვის დროს რამდენჯერმე მოუჭირეს ხელები და ასე სუნთქვის შეკვრამდე აჩერებდნენ.

 

15. სექსუალური დამცირება

 

მთელ რიგ შემთხვევებში ტყვეებს აიძულებდნენ, გამომძიებლების წინაშე სრულიად შიშველ მდგომარეობაში წარმდგარიყვნენ.

 

16. ანტისანიტარიული პირობების შექმნა

 

ბევრ ტყვეს, მათ შორის, ერთ-ერთი ჭრილობით იყო, საშუალებას არ აძლევდნენ, ტანი დაებანათ. მათ კამერებში ჰიგიენის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა.

 

17. სიკვდილით დასჯის იმიტაცია

 

ტყვეებს უშუალოდ სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ.

 

18. “Hard Take Down”

ხანდახან, აგენტების ჯგუფი უეცრად შევარდებოდა ხოლმე რომელიმე პატიმრის კამერაში, რომელსაც ტანსაცმელს აძრობდნენ, თავზე და სახეზე ნაჭერს აფარებდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ.

 

19. ნაწლავების ძალად გამორეცხვა

 

იყო შემთხვევებიც, როდესაც ტყვეებს უკანალიდან ძალით ტენიდნენ შლანგს მაქსიმალურად ღრმად, ნაწლავებში, შემდეგ კი ინფუზიას უტარებდნენ.

 

20. წამება თანამშრომლობის მიუხედავად

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პატიმარი შეკითხვებს თავიდანვე ამომწურავად პასუხობდა, მათ მაინც აწამებდნენ.

 

წყარო: spiegel.de

 

  აი ეს არის დღევანდელი ამერიკის ნამდვილი სახე, მსოფლიოს სამწუხაროდ და სავალალოდ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამერიკის სპეცსამსახურების მონა სააკაშვილის რეჟიმი პატიმრებს უკანალში ცოცხებით რომ უმასპინძლდებოდა!

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"