ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
27.10.2014
უკრაინის არჩევნები: თბილისის და კიევის დაძაბული ღიმილი
  უკრაინული არჩევნები, როგორც ჩანს, რამდენადმე უფრო გაამყარებს პრეზიდენტ პ. პოროშენკოს პოზიციებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის - ახალი პარლამენტი ულტრამემარჯვენე ძალების, უფრო ზუსტად კი, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ისეთივე მძევალი იქნება, როგორც თავად პრეზიდენტია. ქ. ილოვაისკში უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურების შემდეგ მათი მხრივ ახალი, ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელება არარეალურია, ამავე დროს ვერც დონბასის ძალები განავითარებენ შეტევას, მიმდინარეობს სრულიად უაზრო და ამორალური სროლები და სარაკეტო დარტყმები - პირველ რიგში, უკრაინის ჯარების მხრიდან.

  ახალი პარლამენტის პირობებში პოროშენკომ უნდა იპოვნოს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როგორ აპირებს იგი ამის გაკეთებას, მან ხომ საკუთარი თავი "ჰარდლაინერების" გარემოცვაში მოაქცია, ხოლო პარლამენტში თავისი და იაცენიუკის პარტიების გარდა, გავლენა რადიკალ ო. ლიაშკოსაც ექნება. პ. პოროშენკომ არ გამოიყენა "რეგიონალები" სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის დასამყარებლად, რადიკალების წინაშე შიშის გამო. კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ახალ პირობებში ეს შიში გაივლის თუ დარჩება?

  რაც შეეხება კავკასიასა და საქართველოს, უკრაინის საპარლამენტო არჩევნები ჩვენს რეგიონზე აბსოლუტურად არანაირად არ აისახება. საქართველოს პრემიერმინისტრი ატარებს საკმაოდ ფრთხილ, დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას, მისი მთავრობა პრინციპში მხარს უჭერს უკრაინას ძირეულ საკითხში - უკრაინა ერთიანი უნდა დარჩეს, მაგრამ ამას მთავრობა აკეთებს რუსეთისადმი აგრესიული რიტორიკის გარეშე და თავს არიდებს კონკრეტიკას. უკრაინის ხელმძღვანელობამ მრავალი ქართველის თვალში დისკრედიტაცია განიცადა, როდესაც "ნაციონალების" ყოფილი მმართველი პარტიის შერისხულ ბელადებს მხარდაჭერა აღმოუჩინა. კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობები ამიტომაც არ არის ძალზე თბილი, ლიდერების მოლოცვები და ღიმილი ერთმანეთის მიმართ არაგულწრფელ ხასიათს ატარებს. საქართველოსთვის სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რუსეთთან ახალი ურთიერთობების აწყობა, რასაც საქართველოში მოქმედი დასავლეთის აგენტურა უშლის ხელს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

გულბაათ რცხილაძე, "ბალტნიუსისათვის".
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"