ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
26.09.2014
5 წელი ევრაზიის ინსტიტუტი - შუალედური შედეგები

   ამ დღეებში ევრაზიის ინსტიტუტმა თავისი დაარსებიდან მე-5 წლისთავი აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ბროშურა „5 წელი ევრაზიის ინსტიტუტი - შუალედური შედეგები“, სადაც თავმოყრილია ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ძირითადი ღონისძიებები და აქციები. გარდა ამისა, დაისტამბა დავით მხეიძის პუბლიცისტური წერილები რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ისევე, როგორც უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებული ანალიტიკური მასალა, გულბაათ რცხილაძის მიერ მომზადებული, რომელიც წინამდებარე ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული ("უკრაინა: დასავლეთის ლაშქრობა მართლმადიდებელი ცივილიზაციის წინააღმდეგ გრძელდება").

საიუბილეო თარიღს ევრაზიის ინსტიტუტის წევრები, ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობის სახალხო მოძრაობის გამგეობის წევრებთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, საზეიმო განწყობით შეხვდნენ. ამასთან, დაისახა სამომავლო გეგმები. გეგმები კი ბევრია. ევრაზიის ინსტიტუტი კვლავ განაგრძობს საგანმანათლებლო, ანალიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე დგომას.

ფოტომასალა:

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"