ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
23.08.2014
ქართულ-რუსული ერთიანობის წმიდა სიმბოლო დონბასში

 ათონის მთის ბერებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებს კურთხევა მისცეს მოძალადეებთან საბრძოლველად. დაუნდობელი ომით მოცულ დონბასში ათონიდან რამდენიმე წმინდა ხატი ჩამოაბრძანეს, მათ შორის, სასწაულთმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი (მართლმადიდებლური ტრადიციით, სასწაულთმოქმედი ხატის ასლი ორიგინალის აბსოლუტურად იდენტური თვისებების მატარებელია, სულიერი თვალსაზრისით). ამის შესახებ პორტალი «Русская весна» იუწყება.

  საქართველო ბოლო დროს „სააკაშიზმით“ უფრო გახდა ცნობილი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში. ამიტომ მისასალმებელია, რომ ამჟამად ჩვენი ქვეყანის სახელი  სულ სხვა კონტექსტში ჟღერს და ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდესთან - ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან ასოცირდება. ოდესღაც ქართველები დიდი ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე ვიდექით, რასაც მოწმობს ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია (ინფორმაცია ამის შესახებ იხ.: Pravmir.ru). იმედია, მომავალშიც ასე იქნება. მართლმადიდებლებს, მათ შორის, რუსებსა და ქართველებს, ბევრი ერთობლივი სიწმინდე გვაქვს და დონბასში ამის დადასტურება კიდევ ერთხელ მოხდა!

  ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ დღეს უკრაინაში ადგილი არ აქვს ჩვეულებრივ სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს, ეს არ არის ბრძოლა რუსულ და უკრაინულ სახელმწიფოებს შორის. ეს არის ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რომლის გამჩაღებლები დასავლეთში არიან. ჩვენ სოლიდარულნი უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი რწმენის,  დიდი მართლმადიდებელი ცივილიზაციის დამცველებთან, რომლებიც გმირულად იბრძვიან დონბასში არა უკრაინელი ხალხის, არა თუნდაც უკრაინელი ჯარისკაცების, არამედ ფაშისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც იგივეა, რაც ანტიქრისტიანული, ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკა.

   ჩვენი ინსტიტუტი მოკლე ხანში გამოსცემს სპეციალურ გამოკვლევას, მიძღვნილს უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისათვის. ეს გამოკვლევა ბროშურის სახით დაიბეჭდება და გავრცელდება საქართველოს მოსახლეობაში უშუალოდ, ასევე, რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით.

uWiHwApRhp4

rS-s_0LcD00

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"