ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
31.07.2014
ფრთხილად, ფაშისტები უნივერსიტეტში!

  ევრაზიის ინსტიტუტმა, რამდენიმე სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად, დაგმო ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში გასული დ. ობოლაძის ფაშისტური განცხადება - ”ყველა რუსი ღორია! არც ერთი რუსული სიტყვა აღარ გავიგო ამ სტუდიაში!” მაგრამ ობოლაძისა და მის უკან მდგომი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გარდა, ფაშისტურ სულისკვეთებას, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილიც იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების ეს სამარცხვინო ნაწილი რაოდენობრივად ძალიან მცირეა, იგი, ისევ და ისევ ჩვენდა სავალალოდ, აკადემიურ, საუნივერსიტეტო წრეებს განეკუთვნება.

   მას შემდეგ, რაც ევრაზიის ინსტიტუტმა განცხადების ტექსტი თავის ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა, ”მიშისტები” და სხვა მარგინალური ელემენტები ჩვეულებისამებრ გააქტიურდნენ და კომენტარებში გააჩაღეს რუსეთის, მართლმადიდებლობისა და ჩვენი მოკრძალებული ორგანიზაციის ლანძღვა-გინება. ბუნებრივია, ისინი მთლიანად ამართლებდნენ ობოლაძის ფაშისტურ განცხადებას. მაგრამ ამ ოდიოზურ კამპანიაში თვალში ,ოგვხვდა რამდენიმე უნივერსიტეტელი, რომელიც საკუთარი სახელითა და გვარით ხელს აწერს ობოლაძეზე კიდევ უფრო მძიმე და სამარცხვინო განცხადებებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ რამდენიმე მათგანი და თან დავურთოთ მათივე განცხადებების ტექსტი. მაშ ასე:

 

ალექსანდრე მახარაძე, თსუ: ”რა თქმა უნდა, რუსები ღორები არიან, ვინც პუტინით და მისი საქმიანობით არიან კმაყოფილნი და აღფრთოვანებულნი, მაგრამ ის უფრო დიდი ღორია, ვინც ამ ღორების დაცვას ცდილობს”.

გენადი სონღულია, თსუ: ”დიმამ მართალი სთქვა! დავაზუსტებ: 99,99% ღორები არიან!!!”

გია მერაბიშვილი, ტელეკომპანია ”იმედი”: ”ეგ კომპლიმენტი იყო, როგორ ვერ გაგიგიათ...”

ზაზა გვალია, თსუ: ”ახალი ამბავი, ეს რა თქვა ობოლაძემ J. რუსები უბრალო ღორები კი არა, დედამ-ლი ღორები არიან J ”.

ნანა ჩიქოვანი, სოციალური მომსახურების სააგენტო: ”თქვენი ტ-კი მიაყენეთ, მართლა რა უკვე... ღორების სასტავი ხართ მართლაც”.

ალექსანდრე პავლიაშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტი: ”ლუსტრაცია და დეპორტაცია მათ საყვარელ რუსეთში, მეტი მაგათ არაფერი არ ეშველებათ”.

თეიმურაზ გვალია, ქუთაისის სახელმწ. უნივერსიტეტი: ”ამ გაზეთის გამომშვებს ეს გაზეთი ნაკუწ-ნაკუწ უნდა აჭამო” (იგულისხმება ევრაზიის ინსტიტუტის ვებ-გვერდი).

ბესო ბიბინეიშვილი, საქართველოს პარლამენტი: «Чтобы вам понятнее было – пошли вы с русским языком в попу...»     

   ზოგი მათგანი ცდილობს, საკუთარი ფაშისტური განწყობა რუსებს გადააბრალოს:

ლამარა კერვალიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ქალბატონ ლამარას საქართველოს პირველი პრეზიდენტის პორტრეტი უყენია ე. წ. ავატარად): ”ამათ ეტყობა, ახალგაზრდები არიან და არ გაუგიათ ასტაფიევის და რასპუტინის შესახებ, ქართველებს ავადმყოფი ერი რომ გვეძახეს. მაშინ ინტერნეტი არ იყო, სამაგიეროდ, იყო უამრავი პრესა რუსულად, არც ერთ რუსს ან ე. წ. რუსულ ინტელიგენციას ხმა არ ამოუღია. მაშინ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი ღორები არიან. წადით ახლა, მიჩივლეთ, სადაც გინდათ”.

   აი ასეთი კომენტარები, საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენელთა მხრიდან, პლუს ერთი ტელეკომპანიისა და ორი სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლები. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 200 წლის მანძილზე ქართველები რუსეთში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და ცუდზე უფრო მეტი მაინც კარგი გვაქვს გასახსენებელი. დღესაც, უამრავი ჩვენი თანამემამულე რუსეთიდან უგზავნის საკუთარი შრომით მოპოვებულ ფულს უმუშევრად დარჩენილ ნათესავებს საქართველოში, ხოლო თუკი ვინმე ქართველმა დიდი ფული იშოვნა საზღვარგარეთ, ეს საზღვარგარეთი ისევ და ისევ რუსეთია, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი!

   მაშ რა ხდება, რამ გააგიჟა განათლებულ ქართველთა თუნდაც მცირე ნაწილი? თუმცა ეს საკითხი ცალკე გამოკვლევასა და გაანალიზებას საჭიროებს, მანამდე კი ყველანი უნდა გავერთიანდეთ ფაშიზმის გამოვლინების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, უმაღლეს სასწავლებლებში. მივმართავთ ზემოთ ნახსენები უნივერსიტეტების და დაწესებულებების ხელმძღვანელობას, გამოიტანონ სწორი დასკვნები და ლაგამი ამოსდონ მოფაშისტო ელემენტებს.

ისე კი, იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ე. წ. ”ცივილიზებული სამყაროს” წარმომადგენელი საელჩოები და მათი მომსახურე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ჯიუტად სდუმან და იგნორირებას უკეთბენ ”რუსთავი 2”-ის მიერ ტირაჟირებულ ქსენოფობიას. აბა, ”გეებზე” გვეთქვა რამე აუგი, ასეთი დუმილი წარმოუდგენელი იქნებოდა.

 

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია გაზეთში ”საქართველო და მსოფლიო” (30 ივლისი, 2014 წ.)

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"