ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
21.07.2014
17 და 19 ივლისს განხორციელებულ ქსენოფობური ქმედებებთან დაკავშირებით

  თბილისში ორი სამარცხვინო ფაქტი მოხდა: ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დ. ობოლაძემ რუსებს, მთელ რუს ერს, და მათთან ერთად, საქართველოს მოქალაქე რუსებს  ”ღორები” უწოდა - ”ყველა რუსი არის ღორი”, განაცხადა მან. სტუდიაში მყოფი დაბნეული ქალბატონების გასაგონად კი დაიღრიალა: ”ამ სტუდიაში ერთი რუსული სიტყვა არ გავიგო!”

  ობოლაძის ამ ფაშისტურ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი, მათ შორის, ევრაზიიც ინსტიტუტიც, ძალიან მალე გამოეხმაურება და, თუ საჭიროა, სასამართლოსაც მიმართავს, მაგრამ 19 ივლისს, თითქოს ”რუსთავი 2”-ის ეთერიდან გადმოფრქვეული ფაშიზმის გაგრძელებად, კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა: თბილისის ერთ-ერთ სომხურ ტაძარზე, მაშინ, როდესაც იქ ღვთისმსახურება ტარდებოდა, მოხდა ორგანიზებული თავდასხმა. ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს სომეხ მრევლს. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, თავდასხმაში დაახლოებით 50 კაცი მონაწილეობდა. ეს უკვე ვერ მიეწერება უბრალო ყოფით კონფლიქტს, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია.

  ევრაზიის ინსტიტუტი საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობს გარემოებაზე, რომ ასეთი მასშტაბური პროვოკაცია თბილისელი სომხების წინააღმდეგ ხდება იმ მომენტში, როდესაც აფხაზეთის სომხური დიასპორის მეცადინეობით, აფხაზურმა მხარემ სულ მალე, შეიძლება, მწვანე შუქი აუნთოს ტრანსკავკასიური რკინიგზის კვლავ ამოქმედებას, რომელიც აფხაზურ და ქართულ მხარეებს ერთმანეთთან უფრო დააახლოებს. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს ტრანსკავკასიური რკინიგზის მნიშვნელობა საქართველოს ინტერესებისათვის, რასაც, სამწუხაროდ, ბევრი მტერი ჰყავს ჩვენი ქვეყნის გარეთ. მათ ქვეყნის შიგნით მხარს უბამენ ”ნაციონალების” ნარჩენები. ამიტომ ევრაზიის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული სომხურ ტაძარზე თავდასხმის ფაქტი, ხოლო დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ კანონის ძალით.

 

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"