ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
09.07.2014
აფხაზეთი და რეალური შანსი რეგიონული თანამშრომლობისთვის

   პრეზიდენტ ანქვაბის გადადგომის შემდეგ, აფხაზეთში მთელი რიგი საკითხებისადმი უფრო ჯანსაღი და რეალისტური მიდგომები გაჩნდა. უაზრო სიჯიუტე ადგილს უთმობს ვითარების რეალურ შეფასებას. კერძოდ, აფხაზურმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან სარკინიგზო კავშირის აღდგენას, რაც დიდ შესაძლებლობებს მისცემს როგორც აფხაზეთის, ისე სომხეთის, რუსეთის, და, რაც ჩვენთვის არის მთავარი - საქართველოს ეკონომიკურ ზრდას.

  აფხაზები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ისინი მოახერხებენ ევრაზიულ საინტეგრაციო პროექტებში ჩართვას. ეს რომ საქართველოს გარეშე არ მოხდეს და პროცესებზე კონტროლი არ დავკარგოთ, აუცილებელია, ქართულმა მხარემაც მისცეს თანხმობა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.

  რუსეთი, აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკა, საქართველო და სომხეთი რეალურ ეკონომიკურ მოგებას ნახავენ. ჩვენი ბიზნესმენები ამოისუნთქებენ, რადგან ქართული პროდუქციის რუსეთში გატანა აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ლარსის რთულ სამანქანო გზაზე და აზერბაიჯანულ რკინიგზაზე. გარდა ამისა, ჩნდება შანსი, რომ არსებული უნდობლობა გარდავქმნათ რეგიონულ თანამშრომლობად, მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე.

  უნდა გამოირიცხოს აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა. „სოკარს“ და მის უკან მდგომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მკაფიოდ უნდა განემარტოს, რომ არა მხოლოდ საქართველოა დამოკიდებული აზერბაიჯანზე და მის ენერგორესურსებზე, არამედ აზერბაიჯანიც არის საქართველოზე დამოკიდებული - სწორედ საქართველოს გავლით მიეწოდება ეს ენერგორესურსები თურქეთსა და დასავლეთს, ასევე საქართველოზე გადის მომავალი ყარსი - ბაქოს რკინიგზა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური დაინტერესება თითქმის ნულია, რეალური ბენეფიციარები კი აზერბაიჯანი და თურქეთი არიან. მეზობელმა სახელმწიფომ თავს უფლება არ უნდა მისცეს, ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"