ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
08.07.2014
ისლამიზმი და კავკასიის უსაფრთხოება - მრგვალი მაგიდა

   ევრაზიის ინსტიტუტმა 4 ივლისს, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან ერთად, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე -„ისლამისტური იდეოლოგია და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები“. კონფერენციის მონაწილე ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა, საქართველოში მცხოვრები ტრადიციული რელიგიური უმცირესობის (კერძოდ, ისლამის) წარმომადგენლებმა, ხაზგასმით აღნიშნეს ისლამის აგრესიული ვერსიის გააქტიურება რეგიონში, რომელიც გარე ძალების მიერ იკვებება. რუსეთის სტრატეგიული ინსტიტუტი ისლამიზმის პრობლემებს სკრუპულოზურად შეისწავლის. ამ საბიუჯეტო ინსტიტუტის წარმომადგენელმა (რომელიც სტრუქტურულად რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება) ა. ატაევმა ჩატარებული კვლევების ერთი ნაწილი წარადგინა ქართული საზოგადოების წინაშე, რომელიც ისლამისტების მხრიდან სოციალურ ქსელებში გაშლილ აქტიურობებს მოიცავდა. სამწუხაროდ, საქართველოში არათუ მსგავი კვლევები, არამედ საერთოდ არანაირი პოლიტოლოგიური კვლევა არ ტარდება სახელმწიფოს მხარდაჭერით. მხოლოდ ის ინსტიტუტები მუშაობენ, რომლებსაც აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები აფინანსებენ და თავიანთ ჭკუაზე ამუშავებენ კიდეც. ამიტომ ევრაზიის ინსტიტუტი ეცდება, რუს კოლეგებთან თანამშრომლობის გზით, ასეთი ტიპის კვლევები საქართველოშიც განახორციელოს. ეს მით უფრო საშური საქმეა, რომ მრგვალ მაგიდაში მონაწილე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა, რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა, შესანიშნავმა და ღრმად განსწავლულმა სასულიერო მოღვაწემ და უსათნოესმა პიროვნებამ - მეუფე იოანემ (გამრეკელი) განაცხადა: „დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ამგვარი პრობლემების მოგვარება ჩვენ, ქართველებს, არ გვიწევდა, ამას ჩვენს ნაცვლად აგვარებდნენ. დღეს ჩვენ ყველას, საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს, საკუთარი ინტერესები გვაქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ, მაგრამ ერთმანეთის გარეშე მაინც არ შეგვიძლია ცხოვრება“.

   მოხსენებებით წარსდგნენ ქართველი და რუსი სპეციალისტები. ქვემოთ წარმოდგენილია ეს მოხსენებები.

არტურ ატაევი (რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის კავკასიური კვლევების სექტორის ხელმძღვანელი): "ისლამი და რადიკალიზმი სოციალურ ქსელებში".

იოსებ არჩვაძე (ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი): "საქართველოს მოსახლეობის ეროვნული და კონფესიური განაწილება".

გიორგი ვეკუა (ევრაზიის ინსტიტუტის პოლიტიკური ექსპერტი): "ისლამიზმისა და ისლამური ფაქტორის დინამიკა პოსტსაბჭოურ სივრცეში".

ზაურ მჭედლიშვილი (თურქოლოგი, დიპლომატი): "ფეთჰულა გიულენის მოძრაობა".

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"