ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
12.05.2014
უკრაინაში საქართველოდან რეკრუტების გაგზავნის შესახებ ევრაზიის ინსტიტუტში აპრილიდან უწყიან

 ევრაზიის ინსტიტუტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყიფიანი „რეპორტიორთან“ საუბარში არასამთავრობოების ნაწილის მიერ გამოთქმულ ეჭვს ეხმაურება, რომლის თანახმადაც  „რუსთავი 2“-ის კადრების გავრცელებაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია გარეული.

  "პირველ ყოვლისა, ე. წ. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადგინდეს, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად შემიძლია ვთქვა, რომ სულაც არ მიკვირს, "რუსთავი 2"-ის მიერ წამოწყებული ეს ავანტიურა. ჩვენ, ევრაზიის ინსტიტუტში, დაბეჯითებით ვიცით, რომ "რუსთავი 2"-ს, ანუ, ჩათვალეთ, რომ "ნაცმოძრაობას" და პირადად მ. სააკაშვილს, დღევანდელი უშიშროების სისტემაში ჰყავთ თავიანთი ინფორმატორები, რომლებიც ოპერატიულად მუშაობენ. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენს ინსტიტუტთან დაკავშირებულ ინციდენტს შეგახსენებთ - "რუსთავი 2"-მა, კერძოდ, გადაცემა "პოსტსკრიპტუმმა" აპრილის დასაწყისში დააანონსა პროვოკაციული სიუჟეტი, რომელიც ჩვენს ღირსებას შელახავდა (გვიწოდეს "მეხუთე კოლონა"). თუმცა როდესაც ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თავის მეგობართან პირად სატელეფონო საუბარში თქვა, რომ იგი ტელეკომპანიას ამის გამო სასამართლოში უჩივლებდა, დაანონსებული სიუჟეტი ე. წ. "მეხუთე კოლონის" შესახებ, რომელშიც ჩვენი ინსტიტუტი მოიაზრებოდა, რამდენიმე საათში გაქრა "რუსთავი 2"-ის ეთერიდან . გამოდის, რომ ტელეკომპანიას ოპერატიულად მიაწოდეს ინფორმაცია სუს-იდან, რომელიც ჩვენს სატელეფონო მოსმენასაც აწარმოებს.

  გამომდინარე აქედან, ჩვენ მთავრობას საჯაროდ მოვუწოდეთ მეტი სიფხიზლისაკენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთ ხელისუფალს ჩვენი "პრორუსულობა" უფრო აინტერესებს, ვიდრე კარს მომდგარი უბედურება ნაციონალ-ფაშისტების სახით. 

  მეტიც შემიძლია გითხრათ: "ნაციონალები" იმდენად არიან გათავხედებულნი, რომ ისინი უკრაინაში გასაგზავნი ბოევიკების საკითხს ტელეფონით განიხილავენ. მოგეხსენებათ, ამაზე რუსულმა გაზეთმა "იზვესტიამ" ატეხა განგაში და ეს გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა დაადასტურა. მაგრამ ჩვენს ინსტიტუტში ამ ინფორმაციას კიდევ უფრო ადრე ვფლობდით. პირადად მე აპრილის შუა რიცხვებში შევიძინე ახალი სიმ-ბარათი და იმავე საღამოს ჩემთან დარეკა ვიღაც პირმა, რომელმაც საუბარი უკრაინაში რეკრუტების გაგზავნაზე დამიწყო, მას მე ვიღაც ლექსო ვეგონე (შეუძლებელია, რომ ვინმეს იმავე დღეს სცოდნოდა ჩემი ახალი ტელეფონის ნომერი, რაც ნიშნავს, რომ ჩემს მიმართ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია და უკრაინის თემაზე რეალური საუბარი იყო).  შემიძლია, ჩემთან შემოსული ზარის სატელეფონო ნომერიც დაგისახელოთ: 571562525. იმედია, ხელისუფლება ახლა მაინც დაინტერესდება რეალური "მეხუთე კოლონით" და შესაბამის ზომებს მიიღებს".

 

წყარო: "რეპორტიორი".

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"