ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
16.03.2014
მთავარი სხვაობა ყირიმსა და აფხაზეთს შორის

  მაშ ასე, ყირიმი ეყოფა უკრაინას და შედის (ბრუნდება) რუსეთის შემადგენლობაში. ამ ფაქტის ლეგიტიმურობა მთელ მსოფლიოში იწვევს კითხვებს, სავარაუდოდ, ბევრი არავინ ცნობს ამგვარ ტერიტორიულ ცვლილებებს, საკუთრივ რუსეთის გარდა, მაგრამ რუსულ მხარესაც აქვს არგუმენტები თავის სასარგებლოდ - როგორც სამართლებრივი, ისე წმინდა ისტორიული, რომლებიც „ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე“ მიანიშნებენ. მაგრამ მოვახდინოთ ყურადღების ფოკუსირება მთავარ საკითხზე, რომელიც დასმულია ამ მოკლე შენიშვნის სათაურში:

  საერთაშორისო სამართალი ორ მთავარ პრინციპს ეყრდნობა, თუმცა ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან - ესენია სახელმწიფოთა ტერიტორიული ურღვევობის (საზღვრების ურღვევობის) პრინციპი და ხალხთა თვითგამორკვევის უფლება. მოცემულ შემთხვევაში რუსეთი პრიორიტეტს ანიჭებს ყირიმის მცხოვრებთა უფლებას თვითგამორკვევაზე, ხოლო დასავლური სახელმწიფოები ამოდიან არსებული საზღვრების ურყევობის პრინციპიდან. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ყირიმში პროცესები თუმცაკი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ მშვიდობიანად, უმცირესობათა უფლებების დარღვევის გარეშე. რუსების გარდა, გარანტირებულია ნახევარკუნძულზე მცხოვრები უკრაინელებისა და თათრების უფლებებიც. აფხაზეთში (ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთში) ყველაფერი სხვანაირად იყო: რეფერენდუმები ჩატარდა ეთნიკური ქართველების მონაწილეობის გარეშე, რომელთაგან უმრავლესობა იძულებული იყო, თავისი მშობლიური მხარე დაეტოვებინა. აფხაზი ხალხის თვითგამორკვევაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან სამართლებრივად „აფხაზი ხალხი“ არ არის ეთნიკური ცნება, არამედ სახელმწიფოებრივი. ანუ აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) ყველა მცხოვრები, თავისი ეთნიკური წარმოშობისგან დამოუკიდებლად, არის სახელმწიფოს ფუძემდებელი და, შესაბამისად, ყველა მათგანის აზრი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული რეფერენდუმზე, რაც არ მოხდა. ამიტომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „ხალხის ნების გამოხატვის“ არგუმენტი ძალზე საეჭვოა - გავიმეორებთ, ყირიმისაგან განსხვავებით.

   შესაბამისად, ყირიმის რეფერენდუმს ბევრად უფრო მაღალი ლეგიტიმურობის ხარისხი აქვს, ვიდრე აფხაზურ-ოსურს.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"