ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
27.02.2014
რუსეთს კიდევ შეუძლია, უკრაინაში სარგებელი ნახოს

  გულბაათ რცხილაძე, სააგენტო „რეგნუმისათვის“: ის, რაც უკრაინაში მოხდა, რუსეთისთვის დამახასიათებელი პასიური საგარეო პოლიტიკის შედეგია. რუსეთში მიჩვეულნი არიან, საქმე დაიჭირონ მხოლოდ ოფიციოზთან.

რუსეთის ხელმძღვანელობას მოქმედება ბევრად უფრო ადრე უნდა დაეწყო, როდესაც ყოფ. პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ევროკავშირის პროპაგანდას ეწეოდა. რუსეთის მხარეს მეტი უნდა ემუშავა საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მხარი დაეჭირა მათთვის, მაგრამ ყოველივე ეს რუსეთის პოლიტიკაში არ ჩანს. ანალოგიურ პასიურობას რუსეთი საქართველოსა და სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართაც იჩენდა.

თუმცა უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შედეგად არა იმდენად რუსეთმა, არამედ საკუთრივ უკრაინამ წააგო, რადგან იგი რამდენიმე ათწლეულით უკან იქნა გადასროლილი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რუსეთს კი შეუძლია, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან თავისთვის სარგებელი ნახოს.

 რა თქმა უნდა, უკრაინაში შექმნილი ვითარება რუსეთისათვის ცუდია, ვინაიდან რუსეთის გვერდით დიდი პრობლემა შექმნეს. მაგრამ რუსეთი, თუკი იგი სწორად იმოქმედებს, ამ ვითარებიდან დივიდენდებს მიიღებს. ამისათვის მან ცალსახად უნდა დაუჭიროს მხარი იმ ძალებს, რომლებიც აწ უკვე ყოფილ უკრაინულ ოპოზიციაში მოძალებული ფაშისტების წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთმა მხარი უნდა დაუჭიროს ყველა ანტიფაშისტურ ძალას როგორც ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში, ისე ქვეყნის დასავლეთშიც. მხედველობაში მაქვს არა სეპარატიზმის მხარდაჭერა, არამედ იმ ძალებისა, რომლებიც ღიად დაუპირისპირდებიან ფაშისტებს. რუსეთის ინტერესებში არა უკრაინის დაშლა, არამედ მისი ფედერალიზაციაა, ამიტომ საჭიროა, რომ ყირიმის ხმა ისმოდეს და მისი გათვალისწინება ხდებოდეს კიევში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"