ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
04.02.2014
Pro-ოლიმპიადა: რატომ უჭერს საქართველო მხარს სოჭის ოლიმპიადას

   ახალგაზრდების ჯგუფის ინიციატივით, საქართველოში ჩატარდა მცირე გამოკითხვა, ქართული საზოგადოების ცნობილ წარმომადგენელთა შორის, რომელთა აზრს ითვალისწინებენ და პატივს სცემენ. სპორტსმენები და ხელოვნების მოღვაწეები საკუთარ აზრს გამოთქვამენ ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს მშვიდობის განმტკიცებას როგორც მთელი მსოფლიოს, ისე კავკასიის რეგიონის მასშტაბით. ისინი მიდიან დასკვნამდე, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი ყველანაირი გაგებით. სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ამასთან ერთად კი საჭიროა ვისწრაფოთ ჩვენს უახლოეს მეზობელ რუსეთთან მეგობრობისა და სიმშვიდისაკენ, რომელთანაც ბევრი რამ გვაკავშირებს. ასე მიიჩნევენ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები რეზო ჩხეიძე, ნონა გაფრინდაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ლელი ჯაფარიძე, გია კორკოტაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ზურა მანჯავიძე და თბილისის ქუჩებში გამოკითხული ახალგაზრდები.

 იხ. ვიდეო.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"