ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
24.12.2013
საზოგადოების შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთთან მეგობრობას დაუჭირეს მხარი

 რუსეთთან ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს და მეგობრული უნდა გახდეს  - ასეთი მოსაზრება გამოითქვა საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრის მონაწილეების მიერ, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ გორის რაიონის სოფლების მცხოვრებნი (შიდა ქართლის რეგიონი). შეხვედრის ინიციატორი იყო ევრაზიის ინსტიტუტი და ორგანიზაცია „სახალხო მოძრაობა რუსულ-ქართული დიალოგის და თანამშრომლობისთვის“.

 შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმრო „ვერე პალასის“ შესასვლელთან შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მოწოდების გამო. მათი აზრით, „საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ და მას სხვა გზა არ გააჩნია“. შემდეგ, პოლიციის განცხადებით,  შეკრებილები შეეცადნენ სასტუმროს შესასვლელის გადაკეტვას და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, რის შედეგადაც დაკავებული იქნა „თავისუფალი ზონის“ ოთხი აქტივისტი.

 შეხვედრა სასტუმრო „ვერე პალასში“ რამდენიმე საათს გაგრძელდა. სიტყვით გამოვიდნენ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე გორის რაიონის რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი, რომელთაც შეეხო 2008 წლის აგვისტოში გამართული საბრძოლო მოქმედებები. 

0KLBIinDVLo

 „ხალხში არის სულიერი ლტოლვა იმისკენ, რომ აღსდგეს მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან. სოფლების წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან და გამოთქვეს თავისი აზრი, გამოხატავენ მთლიანად ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი“, - განუცხადა „ახალი ამბები-საქართველოს“ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ.

 „შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ფაქტიურად კონფლიქტის ზონიდან ჩამოვიდნენ, და საბრძოლო მოქმედებების შედეგად ზარალი განიცადეს, საკითხის მიმართ სხვა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. მაგრამ მათ მშვენივრად იციან, თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ მოაწყო ეს ყველაფერი. ისინი მიიჩნევენ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია - რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, და შემდეგ ყველა სხვა საკითხი გადაწყვეტადი გახდება“, - აღნიშნა რცხილაძემ.

 შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოური ორგანიზაციების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და პარლამენტის აპარატის წარმომადგენლები.

 „სააკაშვილის დროს ხელისუფლება ხალხის აზრს ჩქმალავდა, საერთაშორისო თანამეგობრობას არასწორ ინფორმაციას აწოდებდა და რუსეთთან მიმართებაში დიდი სიძულვილი დათესა. მათ ისე წარმოაჩინეს სიტუაცია, თითქოს მთელ საქართველოს სძულს რუსეთი და რუსი ხალხი. მაგრამ დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ სინამდვილეში საქართველოს მოქალაქეებს და ქართველ ხალხს უყვარს რუსი ხალხი, რუსეთში ხედავენ მეგობარს და სურთ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა“, - განუცხადა „ახალი ამბები-საქართველოს“ ინსტიტუტის წარმომადგენელმა შოთა აფხაიძემ.

 შეხვედრაზე გაისმა მოსაზრება, რომ უნდა დადგეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო.

 „სააკაშვილი უნდა გასამართლდეს იმის გამო, რომ მან დაიწყო ომი საკუთარი მოქალაქეების და ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დე-იურე საქართველოს ტერიტორიებია, მაშ რატომ დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ? ჩვენ ხომ არ დაგვიწყია ომი რუსეთთან, არ წავსულვართ ტანკებით ვლადიკავკაზზე, არ გადაგვილახავს რუსეთის საზღვარი. ცხინვალში ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირის“ ხელმძღვანელმა გივი ვანიშვილმა. მისი სიტყვებით, აგვისტოს მოვლენები „დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო. 

 2SZnFB7V4tg

 თავად გორის რაიონის სოფლების მცხოვრებლები ძირითადად თავიანთი გასაჭირის შესახებ ყვებოდნენ და გამოთქვამდნენ იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

 „სკოლის დამთავრების შემდეგ ხშირად დავდიოდი რუსეთში. ვყიდდი ვაშლს და სხვა ხილს. შეიძლება ითქვას, რომ სახლი რუსული ფულით ავიშენე. და დღესაც ძალიან გვიჭირს რუსეთის გარეშე ცხოვრება. მომავალშიც გაგვიჭირდება. ამერიკა და ევროპა მდიდრები არიან და კარგად ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენგან შორს არიან. რუსეთი კი ჩვენი მეზობელია. უბრალო ხალხი, როგორც რუსები, ისე ქართველები, ერთმანეთის მიმართ კარგ დამოკიდებულებაში არიან. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, ერთი რწმენა გვაქვს. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსები ყველაფერს გაარკვევენ და რუსეთთან მეგობრობა აღდგება. ეს ჩვენთვის აუცილებელია“ - განაცხადა გორის რაიონის მცხოვრებმა რობინზონ ბერიანიძემ.

 „ძალიან ძნელია რუსეთის, მისი ბაზრის გარეშე. წინათ იქ მიგვქონდა გასაყიდად ჩვენი ხილი და კარგადაც ვყიდდით. თუ საზღვარი გაიხსნება, ეს ძალიან კარგი იქნება. ისევ წავიღებთ რუსეთში ხილს და გავყიდით ჩვენს საქონელს“, - თქვა გორის რაიონის მკვიდრმა ალექსანდრე თაყაძემ. მას ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი არ არის საქართველოს მტერი“. „რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის იყო პრობლემები, მაგრამ ჩვენ ყველანი იმის მომხრე ვართ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის იყოს კარგი ურთიერთობა“, - დასძინა მან.

 

YGOZm-ml-Co

 „ჩემი აზრით, საზოგადოებას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში. ხალხი უნდა გააქტიურდეს და მოითხოვოს ეს მთავრობისგან  და პარლამენტისგან. ეს არის ჩვენი პოლიტიკური შეკვეთა. მით უმეტეს, რომ ახალ ხელისუფლებას შეუძლია რუსეთთან საუბარი. საქართველოს ძალიან სჭირდება ეს, რათა განვითარდეს ეკონომიკურად, კულტურულად და სამეცნიერო თვალსაზრისით. რუსეთისთვის კი ჩვენ კარგი და კეთილგანწყობილი მეზობელი ვიქნებით“, - განაცხადა კახეთის მკვიდრმა სოფიო წიგნაძემ.

ZbTjZ-rAmhY

„სახალხო მოძრაობის და ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გორის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან 11 დეკემბერს შედგა, სოფელ ბერშუეთში. მომავალში, „სახალხო მოძრაობა რუსეთ-საქართველოს დიალოგის და თანამშრომლობისთვის“ აპირებს განაგრძოს ასეთი შეხვედრების მოწყობა. შემდეგი დასახლებული პუნქტი, სადაც გაემართებიან მისი წარმომადგენლები, იქნება სოფელი დირბი, რომლიც მცხოვრებლებმა უკვე მოითხოვეს შეხვედრა. 

 შიდა ქართლის რეგიონი (რომელშიც შედის გორის რაიონი) მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) მეზობლად. 

 სააგენტო «Новости-Грузия»

P.S. აგრეთვე იხ. ტელეგადაცემა:

EzBgZnh0Sgc

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"