ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
08.10.2013
ხალხთან სიახლოვის დეფიციტი

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ნათლად, თუ ვინ დგას ხალხთან ახლოს და ვინ შორს არის მისი მოთხოვნილებებისაგან. დასავლური გრანტებით გაონავრებული რუსეთის „გამაპროტესტებელი“ ორგანიზაციები აშკარად ხელს უშლიან შიდა ქართლის ქართველობას, თავიანთი მოჩვენებითი პატრიოტიზმითა და მზრუნველობით.

ერთი მაგალითი: სოფელ დვანში ჩასულ „არასამთავრობოებს“ ადგილობრივებმა ზუსტად იმისკენ მოუწოდეს, რისკენაც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ, ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის წევრები, მოვუწოდებდით - სანამ რუსეთს გააკრიტიკებდეთ, დაგმეთ სააკაშვილის მავნებლური პოლიტიკა, რომელმაც გადაჩეხა საქართველო ომსა და უბედურებაში! ამის გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოს ინტერესების დაცვა.

იხილეთ ვიდეო (ადგილობრივი მცხოვრებნი ჩამოსულთაგან მოითხოვენ, შეწყვიტონ ყოვლად უსარგებლო ანტირუსული პროვოკაცია და რეალური საქმით დაკავდნენ).

 

ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"