ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
05.09.2013
პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი განცხადება

 პრინციპში პირველად ბოლო 20 წელიწადის მანძილზე, 1994 წელს დსთ-ში საქართველოს გაწევრების შემდეგ, საქართველომ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პირით, განაცხადა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე ინტეგრაციულ პროექტებში საკუთარი მონაწილეობის თეორიული შესაძლებლობის შესახებ. ეს უნიკალური შემთხვევაა, ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა, ქვეყნის ყველა ხელმძღვანელი მხოლოდ დასავლეთისკენ იყურებოდა, პოსტსაბჭოურ სივრცეში რუსეთის წამყვანი როლის შემთხვევაში ინტეგრაცია კი გამოირიცხებოდა, როგორც „ღალატი“. პრაგმატიკოსმა ივანიშვილმა კიდევ ერთი კლიშე, კიდევ ერთი სტერეოტიპი დაამსხვრია, რომ ყოველივე, რაც რუსეთს უკავშირდება, თითქოს-და „ცუდია“ საქართველოსათვის. ივანიშვილის სიტყვები - „რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?" – კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის პრაგმატიზმს. არავითარი ემოცია, არავითარი კლიშე. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესები.

  ზოგიერთი „ყოვლისმცოდნე“ ექსპერტი, თბილისში წარმოდგენილ დასავლურ საელჩოებთან ფლირტით გართული, უკვე აცხადებს, რომ ივანიშვილის სიტყვებისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არ შეიძლება. მაგრამ ასეთი „ექსპერტების“ დაჯერება სისულელე იქნებოდა. ივანიშვილის მხრიდან იმის თეორიული შესაძლებლობის დაშვებაც კი, რომ საქართველომ, შეიძლება, მოსკოვის პროექტში მიიღოს მონაწილეობა, ნიშნავს ღია თუ ლატენტურ ანტირუსულ პოლიტიკაზე საბოლოო უარის თქმას. მეტიც, პრორუსულმა ტრენდმა საქართველოს შიდაპოლიტიკურ დისკურსში, შესაძლოა, წამყვანი პოზიციებიც დაიკავოს.

  ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვში ივანიშვილის სიტყვებს სწორი შეფასება მისცენ და არ დაუშვან თემის მარგინალიზაცია, საქართველოში არსებული ცალკეული ოდიოზური პირების მხრიდან, რომლებიც რუსებს „სიყვარულში“ ეფიცებიან. სამწუხაროდ, არის ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოსკოვის ისტებლიშმენტის ნაწილი მარგინალთა იაფფასიან ტრიუკებს არის წამოგებული და მათ ფულად თანხებს უყოფს. ამ შემთხვევაში, საჭირო თემა განხილვის საგნიდან სწრაფად გადაიქცევა უპერსპექტივო ლაპარაკად.           

 

ევრაზიის ინსტიტუტი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"