ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
08.08.2013
ხალხის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

  აგვისტოს ომიდან ხუთი წლის თავზე, ოდესღაც საქართველოს უპირობო მბრძანებელი მიხეილ სააკაშვილი სავალალო პოლიტიკურ მდგომარეობაშია. 2012 წლის 1 ოქტომბერს ნაცმოძრაობა იძულებული გახდა, შეგუებოდა დამარცხებას. დღეს კი, 2013 წლის 8 აგვისტოს, ევრაზიის ინსტიტუტი, რომელმაც ბევრი გააკეთა სააკოიდური რეჟიმის იდეოლოგიური გაკოტრებისათვის, წარმოადგენს ახალ, წარმატებით დაწყებულ პროექტს - სახალხო მოძრაობას ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის. ამ ორგანიზაციის საიტი სრული დატვირთვით ამ დღეებში ამოქმედდება, ხოლო თავად სახალხო მოძრაობის პრეზენტაცია სექტემბერში შედგება.

 ევრაზიის ინსტიტუტის ძალებით ხორციელდება უნიკალური პროექტი, როდესაც ქართველი ხალხი ცალსახა პასუხს სცემს პროვოკატორ მიხეილ სააკაშვილს: „საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობა იქნება! მიშიკო, შენ ზედმეტი ხარ!“

 მოცემულ ეტაპზე, სახალხო მოძრაობამ თავის რიგებში უკვე მიიღო 6 ათასი ახალი წევრი მთელი საქართველოს მასშტაბით. საქართველოს მოქალაქეების გაწევრიანება სახალხო მოძრაობაში დიდი ტემპებით გრძელდება.

 სახალხო მოძრაობის შექმნის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. აქ

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"