ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
10.05.2013
უმეცრების ზეიმი გამარჯვების ზეიმზე

 „ვარდების რევოლუციის“ ცხრაწლიანმა მმართველობამ, პირველ ყოვლისა, საქართველოში განათლების დონეს მიაყენა დარტყმა. ხელისუფლების მცდელობებს, ამოეძირკვა რეალური ისტორია, არც თუ ისე უშედეგოდ ჩაუვლია. გუშინ, გამარჯვების დღეს, თბილისის გამარჯვების პარკში, წითელი – საბჭოთა დროშებით მხოლოდ ერთიანი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ, ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად. საბჭოთა კავშირის დროშა გამარჯვების მთავარი სიმბოლოა, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ ბევრს აღარ ესმის საქართველოში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა მოვიდა – ჟურნალისტები, სახეზე ირონიული ღიმილით, მაგრამ გულწრფელად სვამდნენ შეკითხვას, თუ რატომ მივედით წითელი დროშებით, „რა შუაშია“ ეს დროშები.

ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს:

„სასაცილოა იმის კითხვა, თუ რატომ უნდა იყოს 9 მაისის დღესასწაულზე საბჭოთა სიმბოლიკა და დროშა. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა ნაციზმზე და გაათავისუფლა ევროპა და მთელი მსოფლიო. სხვა საკითხია მერე რა იყო, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს კომუნიზმისა და კომპარტიისადმი (სხვათა შორის, ჩვენ არ ვყოფილვართ და არც ვაპირებთ, გავხდეთ კომუნისტები) მაგრამ ამ ომში გაიმარჯვა საბჭოთა კავშირმა, როგორც განმათავისუფლებელმა ძალამ. ისტორიისადმი პატივის მიგება და ობიექტური დამოკიდებულება მოითხოვს იმას, რომ ასეთი ატრიბუტიკით ვყოფილიყავით აქ. ალბათ მთავარია, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ატრიბუტიკისადმი თავად ვეტერანებს, რომლებიც სწორედ ამ დროშების ქვეშ იბრძოდნენ, უმჯობესია, მათ – გამარჯვების ავტორებს ჰკითხოთ“.

 

გულბაათ რცხილაძე,
კონსტანტინე ჩიკვილაძე,
შოთა აფხაიძე
 
ფოტოგალერეა:
 
 
 
 
 
 
 
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"