ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
აქტუალური თემა
29.04.2013
დიდი სამამულო ომიდან აგვისტოს ომამდე - დასავლეთის პოლიტიკა არ იცვლება

  ამ დღეებში რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ჩატარდა რიგით მესამე, საერთაშორისო საისტორიო-კულტურული ფორუმი და კონფერენცია სახელწოდებით: „ერთიანობით მოპოვებული დიადი გამარჯვება: კავკასიის ხალხები სტალინგრადისათვის ბრძოლაში“. რუსეთის ფედერალური ხელისუფლება, ფედერაციის სუბიექტებთან თანამშრომლობით, 9 მაისის წინა პერიოდში უკვე მესამედ აწყობს ფორუმს სახელწოდებით „ერთიანობით მოპოვებული დიადი გამარჯვება“. ტუაფსესა და ვლადიკავკაზის შემდეგ, ამ წელიწადში ვოლგოგრადის - ისტორიული სტალინგრადის ჯერიც დადგა.

  როგორც ყოველთვის, ფორუმი წარმომადგენლობითი იყო, რომელსაც 150-ზე მეტი მონაწილე დაესწრო რუსეთის რვა რეგიონიდან და სამხრეთი კავკასიიდან - საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ფორუმის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პოლიტიკურმა ექსპერტებმა, ისტორიკოსებმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა, ისე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, გუბერნატორებმა, რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებმა.

  ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელმაც - შოთა აფხაიძემ, რომელიც მოხსენებით გამოვიდა. ამ მოხსენებამ დიდი მოწონება და დადებითი რეაქციები გამოიწვია დამსწრე აუდიტორიაში. მკითხველის ყურადღებას სწორედ შოთა აფხაიძის გამოსვლის ტექსტს ვთავაზობთ:

 

 

დიდი სამამულო ომიდან აგვისტოს ომამდე - დასავლეთის პოლიტიკა არ იცვლება

 

 

პირველი მსოფლიო ომის და ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ევროპის გეოპოლიტიკური რუკა შეიცვალა. ჯერ გერმანიამ, შემდეგ საფრანგეთმა და ინგლისმა მიიტაცეს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიები, რომლებიც შედიოდნენ რუსეთის შემადგენლობაში (ბესარაბია, პოლონეთი, დასავლეთ უკრაინა, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი).

 

ახალდაბადებული საბჭოთა რუსეთი ვერ ახერხებდა თავისი ინტერესების განმტკიცებას ამ ტერიტორიებზე საშინაო პრობლემების გამო. 1920 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად რუსეთი მთელ რიგ ტერიტორიულ დათმობებზე წავიდა თურქეთის მიმართ, იმპერიის სამხრეთ ფლანგზე. 

 

20-30-იან წლებში ევროპის ახლადშეცვლილ რუკაზე სერიოზული ცვლილებები ხდებოდა. რადიკალური შემოტრიალების ცენტრი გახდა გერმანია, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება აიღეს ულტრა-მემარცხენე სოციალისტებმა ა. ჰიტლერის ლიდერობით. ფაქტიურად გერმანია ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა ფაშისტური სახელმწიფო. დასავლეთის ქვეყნები (ინგლისი, აშშ, საფრანგეთი), რომლებიც თავის თავს უწოდებენ „დემოკრატიებს“, ხელს არ უშლიდნენ ამ პროცესს, არამედ პირიქით, მხარს უჭერდნენ გერმანიას როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო სფეროში.

 

დასავლეთი აიარაღებდა გერმანიას უახლესი სამხედრო ტექნიკით, პრაქტიკულად მათ გადააიარაღეს მთელი გერმანული არმია. „დემოკრატიებმა“ გერმანიას მიუგდეს დასაგლეჯად ჩეხოსლოვაკია, ამ საქმეში გერმანიას ეხმარებოდნენ პოლონელები, რომლებიც შემდეგ თავად აღმოჩნდნენ მსხვერპლის როლში. დასავლეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ გერმანია დაეჯახებინათ საბჭოთა კავშირისთვის. მაგრამ სსრკ-ს წინააღმდეგ დასავლეთი აქეზებდა არა მხოლოდ გერმანიას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად პოლონეთს, ფინეთს და ბალტიის ქვეყნებს. ფაქტია, რომ სსრკ-ს და ფინეთის ომამდე და ომის დროსაც, ამ უკანასკნელს სამხედრო დახმარებას უწევდნენ ინგლისელები და ფრანგები, ასევე ამერიკელები. ასევე ფაქტია, რომ დასავლეთის ლიდერები, მაგალითად, ჩერჩილი, არ მალავდნენ სიხარულს, როცა გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს 1941 წლის 22 ივნისს.   

 

1924 წელს ხელისუფლებაში მოსულმა იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა თანდათანობით, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ ძირეულად გააუმჯობესა საბჭოთა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურა. 30-იანი წლების შუახანებისთვის, რუსეთი შეუქცევლად გადაიქცა აგრარული ქვეყნიდან განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანად, რის შედეგადაც იგი დასავლეთის ყველაზე მოწინავე ქვეყნების კონკურენტი ხდებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ ბევრი სტრუქტურული პრობლემა ჰქონდა. მას არ შეეძლო დიდ ომში ჩართვა, რასაც მას თავს ახვევდა დასავლეთი, ნაცისტების ხელით. ამიტომ სტალინმა ოპტიმალურ გამოსავალს მიაგნო - 1939 წელს დადო ხელშეკრულება გერმანიასთან. როგორც არ უნდა ლანძღონ „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი“, მან გადაარჩინა საბჭოთა კავშირი დიდ უბედურებას, გადაავადა ომის დაწყება თითქმის ორი წლით, გააფართოვა თავდაცვის არეალი დასავლეთის მიმართულებით. დასავლეთს, რომელიც ფაშისტებს გაურიგდა მიუნხენში 1938 წელს, არა აქვს მორალური უფლება, აკრიტიკოს „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი“. საბჭოთა კავშირი მხოლოდ თავს იცავდა, იყენებდა რა პრევენციულ საშუალებებს.

 

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგები, როგორც ეკონომიკური, ასევე ადამიანური, განიცადა სწორედ საბჭოთა კავშირმა. ჩვენმა ქვეყანამ საკვანძო როლი შეასრულა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში. ისტორიული რეალიებიდან კარგად გვახსოვს, რომ დასავლელი მოკავშირეები ხელოვნურად აჭიანურებდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საბჭოთა არმია და სსრკ-ს სამხედრო სიძლიერე მაქსიმალურად დასუსტებულიყო. მაგრამ არ გამოვიდა. სტალინის მეთაურობით, გმირმა საბჭოთა ხალხმა, რომლის ბირთვს შეადგენდა დიდი რუსი ხალხი, გამარჯვება მოიპოვა ომში, და იქცა წამყვან ძალად გლობალურ პოლიტიკაში. 

 

საბჭოთა კავშირის ომი ნაცისტების წინააღმდეგ არ ატარებდა ანტიგერმანულ ხასიათს ეთნიკური აზრით. სტალინი ყოველთვის აფასებდა გერმანელ ხალხს. ის სამართლიანად თვლიდა, რომ სრულიად შესაძლებელი იყო გერმანიის გადაქცევა ომის შემდეგ სსრკ-ს მოკავშირედ. თავის მოგონებებში, ს. ალილუევა წერდა, რომ ერთხელ, უკვე ომის შემდგომ, საუზმისას, სტალინმა თქვა: „ჩვენ და გერმანელები ერთად - უძლეველნი ვართ“. მსოფლიოსთვის უკვე ცნობილია სტალინის და ბერიას გეგმა გერმანიის გაერთიანების შესახებ, რომელიც აქტუალური იყო 1950-იანი წლების დასაწყისში. გერმანია უნდა გამხდარიყო ერთიანი, სუვერენული და ნეიტრალური სახელმწიფო. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება. მაგრამ დასავლეთს ეშინოდა სუვერენული გერმანიის შექმნისა, რომელსაც აწყობდა მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა საბჭოთა კავშირთან. დასავლეთის დიპლომატიის დიდი ძალისხმევით, სპეცსამსახურების მონაწილეობით, საბჭოთა ხელმძღვანელობის გეგმა ჩაიშალა. გერმანია დაანაწევრეს, გერმანელი ხალხი დაჰყვეს 40 წლით, წარმოიქმნა ბერლინის კედელი. მთელი ცივი ომის განმავლობაში დასავლეთ გერმანიის ტერიტორია (გფრ) გახდა დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური მიზნების განხორციელების არენა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რაც თავად გერმანიას აყენებდა დარტყმის ქვეშ - ახალი ომის შემთხვევაში, სსრკ-ს მთელი სამხედრო ძლიერება პირველ რიგში მას დაატყდებოდა თავს.

 

60 წლის შემდეგ ისტორია მეორდება, იცვლებიან მხოლოდ გეოგრაფიული არეალი და პოლიტიკური პერსონალიები. 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ გზით ხელისუფლებაში მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მხარს უჭერდნენ დასავლეთის ქვეყნები და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. სამწუხაროდ, რუსეთმა შეცდომა დაუშვა და მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას“. მიუხედავად სხვაობისა მე-20 საუკუნის გერმანიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, პარალელები სახეზეა - საქართველო გახდა ანტირუსული პლაცდარმი. უფრო მეტიც, ისევე როგორც თავის დროზე ნაცისტური გერმანია, ასევე საქართველო მიუსიეს რუსეთს, უბიძგეს მას მეზობელთან ომისკენ 2008 წლის აგვისტოში. დიახ, აგვისტოს ომი სწორედ ანტირუსული აქცია გახლდათ, და არა ქართველი ხალხის სურვილი, ოსებთან ომი დაეწყო. ჩვენი ოსი ძმები და დები, რომლებიც დაიღუპნენ ამ არაადამიანური პროვოკაციის შედეგად (შემთხვევითი არაა, რომ მე ვლადიკავკაზში ყოფნისას ვიხმარე სიტყვა „გენოციდი“), განიხილებოდნენ
„თანმხლებ მსხვერპლად“, ანუ „კოლატერალურ დანაკარგებად“, როგორც უყვართ თქმა ამერიკელ სამხედროებს.

 

სააკაშვილი უკიდურესობას წარმოადგენდა, მაგრამ დასავლეთი მომავალშიც არ იტყვის უარს საქართველოს გამოყენებაზე, ისევე როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მსგავსად მეორე მსოფლიო ომის წინ სსრკ-ს მოსაზღვრე ქვეყნების გამოყენებისა. მთავარია, მეთოდურად და მიზანმიმართულად დავუკარგოთ დასავლეთს ამისი სურვილი - ჩვენი ერთობლივი ქმედებებით.

 

დასავლეთის მიმართ მუდმივმა დათმობებმა არაფერი მოუტანა რუსეთს, ერთი მოტყუება მეორეს მოსდევდა. პრეზიდენტმა პუტინმა სამართლიანად შეახსენა ამის შესახებ რუსეთის „პარტნიორებს“ თუ ოპონენტებს თავის ცნობილ მიუნხენურ გამოსვლაში 2007 წელს. არაფერი მოიტანა არც ეგრეთ წოდებულმა „გადატვირთვამ“. დასავლეთი აგრძელებს მცდელობებს, მოახდინოს მსოფლიო პოლიტიკის მონოპოლიზაცია, აწარმოებს უხეშ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნების საქმეებში, როგორებიცაა ლიბია, სირია და სხვა. ამავე დროს, გრძელდება ისლამისტი რადიკალების სპონსირება სხვადასხვა არაბული სახელმწიფოების შუამავლობით. პოსტსაბჭოთა სივრცე ასევე არ რჩება დასავლეთის ყურადღების მიღმა, კერძოდ, საქართველოში გრძელდება ანტირუსული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ცდილობენ, ხალხი დააშინონ რუსეთთან დაახლოების და პარტნიორობის პერსპექტივით.

 

მადლობა ღმერთს, დათმობების დრო დასრულდა. რუსეთის ხელძღვანელობა აცნობიერებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საქართველოში კი ხელისუფლებაში მოვიდნენ საკმაოდ ჭრელი ძალები, თუმცა ტენდენცია სახეზეა - პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გამოაცხადა არაკონფრონტაციული კურსი რუსეთის მიმართ, რაც ითვალისწინების დიალოგის დაწყებას და თანამშრომლობის განვითარებას. ძველ ხელისუფლებას უნდოდა, რომ საქართველო გამხდარიყო ბალტიის ქვეყნების და იუშჩენკოს დროინდელი უკრაინის მსგავსი ქვეყანა, სადაც წახალისებული არიან ვაფენ-სს-ის ვეტერანები და ნეონაცისტები. ამ გზაზე მათთვის აუცილებელია ჩვენი საერთო გამარჯვების მნიშვნელობის დამცრობა. სააკაშვილის რეჟიმის დროს, სამთავრობო პოლიტიკა ახდენდა არა მხოლოდ სტალინის, არამედ ყველა სხვა სამხედრო მეთაურის და მთლიანად საბჭოთა არმიის დემონიზებას. გამარჯვების დღის აღნიშვნა საქართველოში გადაიტანეს 8 მაისს, როგორც ეს მიღებულია დასავლეთის ქვეყნებში. არაკეთილისმოსურნეები შეეცადნენ, რომ ჩვენ დაგვევიწყებინა ერთიანი ძალებით მიღწეული გამარჯვების შესახებ, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. სხვათა შორის, წელს, 7 მაისს, ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან როგორც ომის ვეტერანები, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები, აპირებს მივიდეს რუსეთს და საქართველოს შორის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან, სადაც გაიმართება გამარჯვების დღის აღნიშვნა ჩვენს რუს და ოს მეგობრებთან ერთად.     

 

  ეს შესაძლებელი გახდა იმიტომაც, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა სააკაშვილი რეჟიმს. გიჟური მილიტარიზმი დამთავრდა, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ პოზიტიური კუთხით იცვლება. ქართველი ხალხი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს მრავალსაუკუნოვანი რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენას (ამაზე მეტყველებს ჩატარებული გამოკითხვები, მათ შორის ევრაზიის ინსტიტუტის მიერ), იმის გამო, რომ რუსულ-ქართულ მეგობრობას, როგორც საერთოკავკასიური მეგობრობის შემადგენელ ნაწილს, ალტერნატივა არ გააჩნია.

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"