ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
03.04.2013
მ.სააკაშვილის მიმართ პროკურატურის დაინტერესებასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად სამი საქმის შესახებ უნდა დაიკითხოს. ერთი მათგან ეხება ტელეკომპანია „იმედის“, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა,  გასხვისებას. მეორე – 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებებს. რაც შეეხება მესამე საქმეს, მთავარმა პროკურორმა მის შესახებ გამოძიების ინეტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრა.

ამასთან დაკავშირებით, „ნეზავისიმაია გაზეტა“ დაინტერესდა, რომელსაც კომენტარში განვუცხადე, რომ მ. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, შეიძლება დაიკითხოს, თუმცა დიდი აზრი ამას არ ექნება. ერთის მხრივ მთავარი პროკურორის განცხადება „ნაციონალებზე“ და პირადად სააკაშვილზე, ზეწოლის ფორმას და მეორეს მხრივ – საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებას წარმოადგენს.

ბევრი ყოფილი მარალჩინოსანი და თავად სააკაშვილი არ წარსდგა კანონის წინაშე იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს ქვეყნისა და ხალხის წინააღდგეგ. მთავარია – 2008 წლის ომი, რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, თუ სააკაშვილის ადგილას არა აშშ-ის დაბინდულტვინიანი მარიონეტი იქნებოდა, არამედ პრაგმატული პოლიტიკოსი, რომელიც თავის სამშობლოზე ზრუნავს.

თუ სააკაშვილის მიმართ დაიწყება რაიმე სახის პროცესუალური ქმედებები, ახალი მთავრობა მიიღებს სერიოზულ პასუხს დასავლეთიდან, კერძოდ აშშ-დან, რომელიც მოითხოვს ყოფილი ჩინოვნიკების სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას, რასაც პოლიტიკურ დევნას არქმევს.

რა თქმა უნდა, აშშ გააქტიურდება, თუ მათი პროექტის მთავარი სახე – სააკაშვილი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. რთული სათქმელია, როგორ ქმედებებს მიმართავს ვაშინგტონი, მაგრამ ის ყველანაირად ეცდება დაიცვას და საფრთხეს აარიდოს თავისი „ძაღლიშვილი“. ამიტომ საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადება თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს, თუკი ახალი ხელისუფლება პრინციპულად არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს საშინაო საქმეებში შეერთებული შტატების ჩარევის მიმართ.

 

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"