ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
06.03.2013
„დიმპიტაური“ თუ „ტანში ხმაური“ ?...

შეიქნა დიდი ხმაური… "ერისიონი" და "სუხიშვილები" თურმე "ოკუპანტის" საამებლად მიდიან, კრემლში ტაშ-ფანდურის გასამართად, ეს ხომ ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვა არისო!...

 მე ვკითხულობ: საუკუნეების მანძილზე, თბილისისა და ბათუმის, მამა-პაპათა სისხლით მორწყულ წმინდა მიწაზე, მამათმავლების აღლუმ-ცუნდრუკების მოწყობა-ჩატარება არ არის ჩვენი წინაპრების ძვლების, ,"მეუკანალეების" უწმინდური თავყრილობით წაბილწვა?!

  და მოსკოვში, ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც ჩვენც ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეომარი დავუხოცეთ, მიპატიჟებული, შემოქმედებითი გუნდების ჩასვლა, ქართული დაუმარცხებელი, სულის ,,ოკუპანტისვე" მიწაზე წარდგენა და ბინძური ძალების მიერ, მართლმადიდებლებში ხელოვნურად ჩამოგდებული მტრობის დაძლევის ორმხრივი მცდელობა - ჩვენი მიცვალებულების შეურაცხყოფაა?!

მოხდა უბედურება - ხელი დაგვრია სატანამ! დავერიეთ ერთმანეთს. დაგვხოცეს ჩვენ! და დავხოცეთ ჩვენც!..

სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მართლმადიდებლებს შორის მტრობა არ შეიძლება, ერთი თუ ცოდვით იღუპება, მეორემ უნდა იხსნას. ხოლო ჩვენსა და რუსეთს შორის ნაირგვარი განსაცდელებისგან, ოდითგან, ვინ ვისი მხსნელია, ორივეს კარგად გვახსოვს... ახალ მხსნელს კი, მომავალი დაასახელებს... 

ახლა კი გავერკვიოთ, მივუჩინოთ ადგილი სიძულვილს და სიყვარულს, სიცოცხლეს და სიკვდილს, სიწმინდეს და არაწმინდებას! ...და ღმერთიც იქნება მოწყალე!

  მართლმადიდებლურ მოძღვრებას ამოუხსნელი არაფერი აქვს და ყველაფერს უფლის შეწევნით დაერქმევა თავისი სახელი და უმძიმესი ცოდვის კითხვებს, ღვთისა და მრევლის წინაშე ქრისტიანულად გაეცემა ყოვლადმოწყალე პასუხი!

ავის მთესველებს და მათ ,,მონათლულ" ღლაპებს კი რა აქვთ სათქმელი, შესანიშნავად არის ცნობილი, თუ: 

1.2008 წლის ომში ვინ დაღუპა ჩვენი ბიჭები და რატომ; 

2.ვინ აქეზებს ასეთ „პრეზიდენტებს“ მართლმადიდებლებთან ომზე და რატომ;

3.ვინ ზეიმობდა საქართვლოს მიწების ჩაბარებას ისე, რომ ჯერ დაუსაფლავებელი ბიჭები უპატრონოდ, უპატივოდ იწვნენ ბრძოლის ველზე და რატომ;

4. „პრეზიდენტის“ იმედად რომ დარჩენილიყო ჭირისუფალი და ბერებს, რუსის გენერლის მიერ გამოყოფილი მაცივარი მანქანებით არ გამოეყვანათ დაღუპული ბიჭები, სად იქნებოდნენ ჩვენი მიცვალებულები და რატომ.

5.ვინ გამოიყვანა სვანეთიდან კბილებამდე შეიარაღებული ჯარი და რატომ. 

6.ვისი ბრძანებით განაიარაღეს და გაანადგურეს ადგილობრივი რაზმები და ერთი გასროლის გარეშე გაასხვისეს დალის ხეობა - ადგილი, სადაც საქართველოს არსებობის მანძილზე მტრის ფეხი არ დადგმულა, და რატომ!

ახლა ვიფიქროთ, რომელი სჯობს: მოსკოვში ჩვენი "ლომების პარადი"  თუ საქართველოში "ინტერნეიშნლ პიდარასტების" აღლუმი!  

მაშ, „დიმპიტაური“ თუ ,,ტანში ხმაური“?!

 

მიშა იოსელიანი

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"