ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
21.01.2013
ევრაზიის ინსტიტუტის პოზიცია 20 იანვრის თარიღთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა საკონსტიტუციო ვადა (5 წელი), რომლის განმავლობაშიც არჩეული იყო პრეზიდენტი მ. სააკაშვილი. თუმცა, სააკაშვილი არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას და იმის აღიარებას, რომ მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

 

ევრაზიის ინსტიტუტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თავიდანვე მდგომარეობდა შემდეგში: ვინაიდან კონსტიტუციაში ჩადებულია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულება, ერთი შეხედვით წარმოიქმნება გარკვეული კოლიზია. მაგრამ სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში 20 იანვრის 24 საათის დასრულების შემდეგ შეუწყდა უფლებამოსილება, ანუ 21 იანვარს ის უკვე აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის აღარ არის პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით.

 

მაგრამ ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ჩადო დებულება, რომლის მიხედვითაც არჩევნები, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნები, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ოქტომბერში, ნაციონალების ზოგიერთი მომხრე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს გაუგრძელდა ლეგიტიმაცია.

 

სინამდვილეში ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტს ყველა შემთხვევაში უწყდება უფლებამოსილება და ოქტომბრამდე საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ვერ ინიშნება ოქტომბრამდე. შესაბამისად, ამ თარიღამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კონსტიტუციის მიხედვით არის პარლამენტის თავმჯდომარე და მან უნდა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები.

 

ეს არის ცხადი საკითხი და ევრაზიის ინსტიტუტი მოწონებით ხვდება პროფესორ პაატა ცნობილაძის შეფასებას, რომელიც არის ცნობილი იურისტი, ასევე პოლიტიკოს თემურ შაშიაშვილის განცხადებას. ამ საკითხში გასარკვევად არ არის საჭირო არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს არის ცალსახა. ცხადია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რომ იყოს ქმედითი, ის აქამდეც გააკეთებდა განმარტებას, მაგრამ სასამართლო განმარტებას არ აკეთებს. საერთოდ, სასაცილოა, როგორ შეიძლება ყმაწვილს, რომელიც არის არასერიოზული ფიგურა, ჩააბარო საკონსტიტუციო სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს საკონსტიტუციო სასამართლო.

 

სააკაშვილი არალეგიტიმურია და ის ზუგდიდის რეზიდენციაში კი არ უნდა იჯდეს, არამედ სახლში, ჯერჯერობით (თუმცა სამართალდამცველ ორგანოებს ალბათ ბევრი კითხვა უნდა ჰქონდეთ მის მიმართ).

 

მაგრამ ამ საკითხში იკვეთება დასავლეთის ზეწოლა, რომელსაც უნდა, რომ სრული გარანტია ჰქონდეს ხელისუფლების გადაცემის პერიოდში სააკაშვილის შენარჩუნებისა პრეზიდენტად. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ არ მოხდეს სისტემური ცვლილებები საქართველოში და კვლავაც ყველაფერი იყოს ამერიკის და დასავლეთის კონტროლქვეშ. ამისთვის სჭირდებათ მათ სააკაშვილი ოქტომბრამდე, რომ ოქტომბრის შემდეგაც რამე მოახერხონ კიდევ, და საქართველო მყარად დარჩეს დასავლეთის ორბიტაზე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"