ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
02.11.2012
შესწავლილ უნდა იქნას ბადრი პატარკაციშვილის დაღუპვის გარემოებები

იტარ-ტასი იუწყება: „თურქეთის ექს-პრეზიდენტი თურგუტ ოზალი, რომლის გვამის ექსჰუმაცია მოხდა გასულ თვეში, მოწამლულ იქნა. ამის შესახებ დღეს ადგილობრივი მასმედია იუწყება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების დასკვნით, გამოკვლევის დროს გვამის ქსოვილში აღმოჩენილ იქნა ძლიერად მოქმედი, სტრიქნინის საფუძველზე დამზადებული შხამი. ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში შხამი საკვებთან ან სასმელთან ერთად მოხვდა - ვარაუდობენ სპეციალისტები. თურგუტ ოზალი 1993 წლის 17 აპრილს დაიღუპა ინფარქტით. თურქეთის ყოფილი ლიდერის გარდაცვალების მიზეზების დაზუსტების აუცილებლობას მისი ნათესავები მოითხოვდნენ“.

ასეთივე უცნაური ინფარქტით დაიღუპა ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში. საქართველოში ბევრს არ ეპარება ეჭვი, რომ ინფარქტი ხელოვნურად იქნა გამოწვეული, ტოქსინების მეშვეობით. ინგლისში საქმე მიჩქმალეს, არავის ნორმალურად არ გამოუკვლევია აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანის უეცარი გარდაცვალების პირველმიზეზი. რატომ? - სხვა საკითხია. ძალზე საინტერესო საკითხი.

აგრეთვე იხ. საარქივო მასალა: "წელიწადი ბადრი პატარკაციშვილის გარეშე - უიმედობის წელიწადი საქართველოსთვის".

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"