ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
08.10.2012
პროფესიონალი მთავრობა ადამიანური სახით

  ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი ახალი მთავრობის შემადგენლობა სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა - საქართველოს, ბოლოსდაბოლოს, ეყოლება „ადამიანური სახის“ პროფესიონალი მთავრობა ანუ სამინისტროებს სათავეში ჩაუდგებიან პროფესიონალები, რომელთა წარმატების საზომი კონკრეტული ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა იქნება, და არა აბსტრაქტულად აღქმული სახელმწიფო ან სტატისტიკური მაჩვენებლები. იგივე შეიძლება ითქვას აგრეთვე დარგობრივი საპარლამენტო კომიტეტების მომავალ თავმჯდომარეებზეც და იმავეს შეიძლება ველოდოთ ჯერ კიდევ ვაკანტურად დარჩენილ სამინისტრო პორტფელებთან დაკავშირებით.

  ივანიშვილმა მინისტრებად დაასახელა პიროვნებები, რომლებსაც არ აქვთ კორუფციისკენ მიდრეკილება და პრაქტიკულად მოუსყიდავნი არიან. ყოველი მათგანი პროფესიონალია, დიდი სამუშაო გამოცდილებით. ერთადერთი, ცოტაოდენ ფრთხილ შეფასებას იმსახურებს ქალბატონი მაია ფანჯიკიძის დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, რადგან მას ამ მომენტამდე არავითარი კონტაქტი არ ჰქონია რუსეთის ფედერაციასთან, ხოლო ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების დარეგულირება დაასახელა. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მ.ფანჯიკიძე ამ კურსს ისევე წარმატებით განახორციელებს, როგორც სხვა დანარჩენ პრიორიტეტებს.


გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"